საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გესმით, რას გეკითხებათ იეჰოვა?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აპრილი
    • დიდებული მასწავლებელი, იესო ქრისტეც დახელოვნებული იყო კითხვების დასმაში. სახარებებში იესოს მიერ დასმული 280-ზე მეტი კითხვაა ჩაწერილი. ზოგჯერ იესო კითხვებს თავისი მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად სვამდა, მაგრამ უმეტესწილად ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მსმენელის გულამდე მიეტანა სათქმელი და ღმერთთან ურთიერთობაზე დაეფიქრებინა (მათ. 22:41—46; იოან. 14:9, 10).

  • გესმით, რას გეკითხებათ იეჰოვა?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აპრილი
    • ზოგი კითხვა პასუხს მოითხოვს, მაგრამ არის კითხვები, რომლებიც დასაფიქრებლად არის გამიზნული. როგორც სახარებებიდან ვიგებთ, იესო უფრო ხშირად სწორედ ამ ტიპის კითხვებს იყენებდა. ერთხელ იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“. ამ სიტყვებით იესო მათ ფარისევლობასა და ცრუ სწავლებებს გულისხმობდა (მარ. 8:15; მათ. 16:12). მისი მოწაფეები ვერ მიხვდნენ, რისი თქმა უნდოდა იესოს და იმაზე დაიწყეს კამათი, რომ პურის წამოღება დაავიწყდათ. ყურადღება მიაქციეთ, რა კითხვები დაუსვა მათ იესომ კამათის მოსმენის შემდეგ: „რატომ კამათობთ იმაზე, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებით და არაფერი გესმით? ნუთუ დახშული გაქვთ გულები? თვალები გაქვთ და ნუთუ ვერ ხედავთ? ყურები გაქვთ და ნუთუ არ გესმით? . . . მაინც ვერ ხვდებით?“. იესოს კითხვებს უნდა დაეფიქრებინა ისინი, რომ მისი სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობას ჩასწვდომოდნენ (მარ. 8:16—21).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება