საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w09 5/15 გვ. 18
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მსგავსი მასალა
  • ღვთის სამეფოს დაბადება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • გეღვიძოთ, სატანას თქვენი გადაყლაპვა სურს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • სატანა [მოწინააღმდეგე]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იცნობდე შენს მტერს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
w09 5/15 გვ. 18

მკითხველთა შეკითხვები

როდის იქნა გადმოგდებული სატანა ზეციდან? (გამოცხ. 12:1—9)

ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ არ არის მოხსენიებული სატანის ზეციდან გადმოგდების ზუსტი დრო, თუმცა აღწერილია მოვლენები, რომლებიც გვეხმარება, გავიგოთ, დაახლოებით როდის მოხდა ეს. ამ მოვლენათა შორის ერთ-ერთია მესიის სამეფოს დამყარება. ამის შემდეგ „გამოცხადება“ მოიხსენიებს ‘ზეცაში დაწყებულ ომს’, რასაც სატანის დამარცხება და მისი ზეციდან გადმოგდება მოსდევს.

ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ 1914 წელს დასრულდა და ღვთის სამეფო დამყარდა (ლუკ. 21:24).a რამდენად მალე დაიწყო ამის შემდეგ ზეცაში ომი, რასაც ზეციდან სატანის გადმოგდება მოჰყვა?

„დრაკონი [სატანა] იდგა მშობიარე ქალის წინ, რათა, როცა იმშობიარებდა, შთაენთქა მისი ბავშვი“, — ვკითხულობთ გამოცხადების 12:4-ში. აქედან ჩანს, რომ სატანას სურდა ახლად დამყარებული სამეფოს დაუყოვნებლივ განადგურება, თუმცა იეჰოვამ შეაჩერა სატანა და მან ვერ განახორციელა თავისი ბოროტი განზრახვა. სატანა ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ძირი გამოეთხარა ახლად დამყარებული სამეფოსთვის. ამიტომ, ‘მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა’ დაუყოვნებლივ იმოქმედეს და „დრაკონი და მისი ანგელოზები“ ზეციდან გადმოყარეს, რათა აღარ ევნოთ ღვთის სამეფოსთვის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სატანის დამარცხება და მისი ზეციდან გადმოგდება 1914 წელს, ზეციერი სამეფოს დამყარებიდან მალევე მოხდა.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი — ცხებული ქრისტიანების აღდგომა, რომელიც, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ზეციერი სამეფოს დამყარების შემდეგ დაიწყო (გამოცხ. 20:6).b „გამოცხადებაში“ ქრისტეს არც ერთ ცხებულ ძმაზე არ არის ნათქვამი, რომ ისინი თან ახლდნენ იესოს დრაკონისა და მისი ანგელოზების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში, ამიტომ ზეცაში ომი და სატანისა და მისი დემონების დედამიწაზე გადმოგდება მანამდე მოხდა, სანამ ქრისტეს ძმების აღდგომა დაიწყებოდა.

ამრიგად, ბიბლია არ ასახელებს სატანისა და მისი დემონების ზეციდან დედამიწაზე გადმოგდების ზუსტ დროს, მაგრამ ზემოაღნიშნულის თანახმად, ნათელია, რომ ეს მოვლენა 1914 წელს ზეცაში იესო ქრისტეს გამეფებიდან მალევე მოხდა.

[სქოლიოები]

a იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 215—218.

b იხილეთ 2007 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27, 28, აბზაცები 9—13.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება