საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g02 9/8 გვ. 32
  • ის ყველამ აიღო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის ყველამ აიღო
  • გამოიღვიძეთ! — 2002
გამოიღვიძეთ! — 2002
g02 9/8 გვ. 32

ის ყველამ აიღო

ბაზელის (შვეიცარია) ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს 10-15 წუთიანი მოხსენების გაკეთება დაავალა და უთხრა, რომ მოხსენების თემა თავად აერჩიათ. თხუთმეტი წლის როუზიმ გადაწყვიტა, გაეშუქებინა საკითხი — „როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ ახალგაზრდობის წლები“.

„რა თემა მოამზადე? — ეკითხებოდნენ თანაკლასელები. — ნარკოტიკებზე ილაპარაკებ?“.

„ნახავთ“, — უპასუხა მან.

როდესაც როუზიმ თემა წარადგინა, მოსწავლეებმა ტაში დაუკრეს. დასკვნისას გოგონამ თქვა: „თხუთმეტი წუთი არ არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ ყოველმხრივ გააშუქო ეს საკითხი“. შემდეგ დასძინა: „მე ყველა თქვენგანისთვის საჩუქარი მაქვს“. როუზიმ ყველა თანაკლასელს მისცა თითო ეგზემპლარი წიგნისა „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“; მთლიანობაში მან 20 წიგნი დაარიგა. წიგნები ლამაზად იყო შეფუთული და თითოეულზე ყოველი მოსწავლის სახელი ეწერა.

ყველამ მადლიერებით მიიღო ეს წიგნი და მოგვიანებით ყურადღებით გაეცნენ მის შინაარს. სხვადასხვა თემებს შორის წიგნში ასეთი საკითხებიც ირჩევა: „როგორ მივაღწიო მშობლებისგან მეტ თავისუფლებას?“, „როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“, „რომელი გზა ავირჩიო ცხოვრებაში?“, „დასაშვებია ქორწინებამდელი სექსი?“ და „როგორ გამოვიცნო ნამდვილი სიყვარული?“.

წიგნში სულ 39 თავია. თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე გააგზავნით.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება