საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 6 გვ. 20-გვ. 21 აბზ. 5
  • წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ნოეს კიდობანი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • დიდი წარღვნა
    ბიბლიური მოთხრობები
  • ნოეს კიდობანი
    ბიბლიური მოთხრობები
  • „ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 6 გვ. 20-გვ. 21 აბზ. 5
წყალზე მოტივტივე კიდობანი

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 6

წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა

ნოე, მისი ოჯახი და ცხოველები გამოდიან კიდობნიდან.

ნოე თავის ოჯახთან ერთად კიდობანში შევიდა და ცხოველებიც შეიყვანა. იეჰოვამ დაკეტა კიდობნის კარი და თავსხმა წვიმაც წამოვიდა. წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ კიდობანმა ტივტივი დაიწყო. საბოლოოდ მთელი დედამიწა წყლით დაიფარა. კიდობნის გარეთ დარჩენილი ბოროტი ადამიანები დაიღუპნენ. ნოე და მისი ოჯახის წევრები კი უსაფრთხოდ იყვნენ კიდობანში. წარმოიდგინე, რა გახარებულები იქნებოდნენ ისინი, რომ დაემორჩილნენ იეჰოვას!

40 დღე და ღამე გადაუღებლად წვიმდა; შემდეგ კი შეწყდა წვიმა. წყალმა ნელ-ნელა იკლო. ბოლოს კიდობანი მთებზე გაჩერდა, მაგრამ წყალი ჯერ კიდევ ბევრი იყო, რის გამოც ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან ვერ გამოვიდნენ.

წყალი თანდათან დაშრა. ნოესა და მის ოჯახს კიდობანში ერთ წელზე მეტხანს მოუწიათ ყოფნა. ბოლოს იეჰოვამ უთხრა მათ, რომ გამოსულიყვნენ კიდობნიდან. ისინი ძალიან მადლიერები იყვნენ, რომ ღმერთმა გადაარჩინა და ამის გამო იეჰოვას მსხვერპლი შესწირეს.

ცისარტყელა

ღმერთს მოეწონა მათი შესაწირავი. მან თქვა, რომ აღარასდროს გაანადგურებდა ადამიანებს წარღვნით. პირობის ნიშნად იეჰოვამ ცაზე ცისარტყელა გამოაჩინა. გინახავს ცისარტყელა?

ბოლოს იეჰოვამ უთხრა ნოესა და მის ოჯახს, გაეჩინათ შვილები და აევსოთ დედამიწა.

„ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, [ხალხს] არაფერი ანაღვლებდა, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:38, 39).

კითხვები: რა მოხდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ კიდობნის კარი დაკეტა? რა უნდა შეგვახსენოს ცისარტყელამ?

დაბადება 7:1–9:17

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება