-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
რადიოტალღებით მიღებული სულიერი განათლება
წლების მანძილზე სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად იეჰოვას მოწმეები არაერთ საშუალებას იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ეფექტური საშუალება რადიო იყო. 1996 წლის იანვრიდან აპიას დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა დაიწყო იეჰოვას მოწმეების მიწვევა ყოველკვირეულ გადაცემაში „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“.
გადაცემაში მონაწილეობდნენ სამოას ფილიალში მომსახურე ძმები ლევა ფააიუ და პალოტა ალაგი, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ, რა კითხვებზე გასცემდნენ პასუხს. ლევა გვიამბობს: „პირველ გადაცემაში ძმა ალაგიმ რამდენიმე კითხვა წამოჭრა, მაგალითად, ნამდვილად მოხდა თუ არა წარღვნა ნოეს დროს? საიდან მოვიდა ამდენი წყალი? მერე სად წავიდა წყალი? როგორ დაეტია ამდენი ცხოველი კიდობანში? შეკითხვებს ჩვენი პუბლიკაციებიდან ვპასუხობდი. გადაცემის ბოლოს მომდევნო კვირის თემას ვაცხადებდით და მსმენელებს, რომლებსაც დამატებითი კითხვები ჰქონდათ, ვთავაზობდით, პირადად დაკავშირებოდნენ იეჰოვას მოწმეებს. ამ გადაცემაში პასუხს ვცემდით კითხვებს: რატომ ჰყავდა სოლომონს ბევრი ცოლი მაშინ, როცა ქრისტიანს მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს? შეიძლება მოსიყვარულე ღმერთი ჯოჯოხეთის ცეცხლში ტანჯავდეს ადამიანებს? ღვთისგან არის ბიბლია თუ ადამიანისგან?“
ეს რადიოგადაცემა წელიწადზე მეტხანს გადიოდა ეთერში და დიდი მოწონებით სარგებლობდა. ივან ტომფსონი ამბობს: „ბევრი გვეუბნებოდა, რომ ამ გადაცემის ერთგული მსმენელი იყო და ძალიან მოსწონდათ ის. ზოგმა ისიც გვითხრა, რომ არ ეგონა, ბიბლია ასეთ საინტერესო კითხვებს თუ სცემდა პასუხს“.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
1996 წელი — დაიწყო ყოველკვირეული რადიოგადაცემა „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“.
-