საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მრავალენოვანი რადიოგადაცემები

      1927 წლის დასაწყისში ძმა უესტმა უფლება მიიღო რადიოგადაცემა მოემზადებინა ტალინის ერთ-ერთ კომერციულ რადიოსადგურში. მისი მოხსენება, „ათასწლიანი მმართველობის კურთხევები,“ ესტონურ ენაზე ითარგმნა. ამ გადაცემამ არა მარტო დიდი ინტერესი გამოიწვია, არამედ ის დისკუსიის საგანიც გახდა, რის გამოც 1929 წლამდე აკრძალეს. ამ წლიდან კი რადიოგადაცემა ეთერში ყოველ კვირა დღეს გადიოდა. მოხსენებებს კითხულობდნენ ინგლისურ, ესტონურ, ფინურ და რუსულ ენებზე, ზოგჯერ შვედურ და გერმანულ ენებზეც. ერთხელ მოხსენება დანიურ ენაზეც წარმოითქვა. ამ მოხსენებებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ გადაცემის ხმა აღწევდა ნორვეგიამდე, დანიამდე, შვედეთამდე, ფინეთამდე და ლენინგრადამდე (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი). 1932 სამსახურებრივ წელს რადიოთი გადაცემული 200 მოხსენება საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა იეჰოვას სახელის ფართოდ გასაცხადებლად. როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, ამან სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობაც გამოიწვია.

      სამღვდელოებამ იცოდა, როგორი ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ესტონეთის მთავრობას კომუნისტების მიმართ და ამიტომ მოწმეებს კომუნისტებთან კავშირში დასდო ბრალი. ესტონეთის მთავრობა სწრაფ რეაგირებას ახდენდა ყველაფერზე, რაზეც ფიქრობდა, რომ ეს ერს დაასუსტებდა, ამიტომ მან 1934 წელს მოწმეების რადიოგადაცემა აკრძალა. თუმცა ყველას არ მოეწონა მათი ეს გადაწყვეტილება. ერთმა სკოლის მოსწავლემ ინგლისურ ენაზე შემდეგი წერილი დაწერა:

      ძვირფასო „საგუშაგო კოშკო“ და მოსამართლე რუტერფორდ:

      ძალიან მეწყინა, რომ ჩვენმა, ესტონეთის, მთავრობამ აკრძალა რადიოგადაცემა, რომლის მეშვეობითაც თქვენს ლექციებს ვისმენდი. მე სკოლის მოსწავლე ვარ. ჩემი მშობლები მდიდრები არ არიან, ისინი მძიმედ შრომობენ, რომ შვილები არჩინონ. მაგრამ უფლის სიყვარული და იმედი მათ სახეზე მზის სხივივით ირეკლება. ამ ზამთარს ძალიან ავად ვიყავი; ერთადერთი რაც მანუგეშებდა, თქვენი მოხსენების მოსმენა იყო. ბედნიერებისგან თვალები ცრემლებით მევსებოდა . . . სად არის ახლა ეს მოხსენებები? . . . ინგლისურის სწავლა დავიწყე და ეს ჩემი პირველი წერილია ამ ენაზე, რომელიც ლექსიკონის დახმარების გარეშე დავწერე . . . საუკეთესო სურვილები და მოკითხვები მოსამართლე რუტერფორდს.

      ძმა რუტერფორდმა პირადად უპასუხა ამ წერილს და ბიჭუნას თავისი მოხსენებების რამდენიმე ჩანაწერი გაუგზავნა.

  • ესტონეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათი 175 გვერდზე]

      კარლო ჰარტევა რადიო მოხსენებას კითხულობს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება