საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • არმაგედონში მებრძოლი მეფე იმარჯვებს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ის, ვისაც „ერთგული და ჭეშმარიტი“ ეწოდება

      4. როგორ აღგვიწერს იოანე საომრად აღჭურვილ იესო ქრისტეს?

      4 იეჰოვა მოუხმობს მახვილს. ვინ იბრძოლებს ამ მახვილით? ამ კითხვაზე პასუხს „გამოცხადების“ კიდევ ერთი ამაღელვებელი ხილვა გვცემს. იოანეს თვალწინ იხსნება ცა და შიშის მომგვრელი სურათი იშლება; ის საომრად აღჭურვილ იესო ქრისტეს ხედავს. იოანე მოგვითხრობს: „ვიხილე გახსნილი ცა და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება. ის სიმართლით ასამართლებს და სიმართლით იბრძვის. მისი თვალები ცეცხლის ალია, თავზე მრავალი გვირგვინი ადგას“ (გამოცხადება 19:11, 12ა).

      5, 6. რას განასახიერებს: ა) თეთრი ცხენი? ბ) სახელი „ერთგული და ჭეშმარიტი“? გ) ცეცხლის ალივით თვალები? დ) მრავალი გვირგვინი?

      5 როგორც ოთხი მხედრის შესახებ ხილვაში, „თეთრი ცხენი“ ამჯერადაც სამართლიანი ომის სათანადო სიმბოლოა (გამოცხადება 6:2). ღვთის ძეთაგან ვინ შეიძლება იყოს ამ ძლიერ მეომარზე სამართლიანი?! რადგან მას „ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება“, ის სხვა ვერავინ იქნება თუ არა „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“, იესო ქრისტე (გამოცხადება 3:14). ის იბრძვის იეჰოვას სამართლიანი განაჩენის აღსასრულებლად. ის იმოქმედებს, როგორც იეჰოვას დანიშნული მოსამართლე, როგორც „ძლიერი ღმერთი“ (ესაია 9:6). მისი თვალები შიშის მომგვრელია, „ცეცხლის ალია“, ანუ თავისი მტრების ცეცხლოვანი განადგურების დამნახავია.

  • არმაგედონში მებრძოლი მეფე იმარჯვებს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • იესოს თანამებრძოლები

      10, 11. ა) როგორ ჩანს იოანეს სიტყვებიდან, რომ იესო მარტო არ იბრძვის? ბ) რისი სიმბოლოა თეთრი ცხენები, და რას ნიშნავს ის, რომ მხედრები „თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით“ არიან შემოსილნი? გ) ვინ შედის ზეციერ ლაშქარში?

      10 იესო მარტო არ იბრძვის. იოანე ამბობს: „მას მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით შემოსილი ზეციერი ლაშქარი“ (გამოცხადება 19:14). თეთრი ცხენები სამართლიანი ომის სიმბოლოა. ძვირფასი სელი შესაფერისი სამოსია მეფის მხედრებისთვის. სელის ბზინვარება და სითეთრე იმას ნიშნავს, რომ ისინი წმინდები და მართლები არიან იეჰოვას წინაშე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება