საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს . . .“
    „მოდი და გამომყევი“
    • 9 იესოს ადამიანებისადმი სიყვარულიც აღძრავდა იმისკენ, რომ სიცოცხლე გაეწირა. ასეთი სიყვარული იესოს პირველი ადამიანის შექმნიდანვე ჰქონდა. ამის შესახებ დედამიწაზე იესოს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ჩაიწერა ბიბლიაში: „მიყვარდა ადამიანის მოდგმა“ (იგავები 8:30, 31). ეს იესომ დედამიწაზე თავისი ცხოვრებით დაამტკიცა. როგორც წინა თავებიდან დავინახეთ, ის ადამიანებისადმი, განსაკუთრებით კი თავისი მიმდევრებისადმი სიყვარულს სხვადასხვა სახით ავლენდა. ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესომ ჩვენი გულისთვის სიცოცხლე გასწირა (იოანე 10:11). ამაზე უკეთესად ღვთის ძე ნამდვილად ვერ დაამტკიცებდა ჩვენდამი სიყვარულს.

  • „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს . . .“
    „მოდი და გამომყევი“
    • ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული გაწირა ჩვენთვის; ჩვენც ვალდებულნი ვართ, ჩვენი სულები გავწიროთ ძმებისთვის“ (1 იოანე 3:16). ჩვენც მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისთვის სიცოცხლე გავწიროთ. დევნის დროს უკეთესია საკუთარი სიცოცხლე გავიღოთ, ვიდრე გავცეთ სულიერი ძმები და საფრთხეში ჩავაგდოთ. იმ ქვეყნებში, სადაც რასობრივი თუ ეთნიკური კონფლიქტებია, თუ საჭირო გახდა, ძმების დასაცავად სიცოცხლეც უნდა ჩავიგდოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომელ რასას თუ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ომის დროს უმჯობესია ციხეში ჩაგვსვან ან მოგვკლან კიდეც, ვიდრე იარაღი ავიღოთ ხელში თანამორწმუნის ან ნებისმიერი ადამიანის მოსაკლავად (იოანე 17:14, 16; 1 იოანე 3:10—12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება