-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ღრუბელზე მჯდომმა მოიქნია თავისი ნამგალი დედამიწისკენ და მოიმკა დედამიწა» (გამოცხადება 14:14—16).
-
-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
რომელ მკაზე მიდის ამ წინასწარმეტყველებაში საუბარი? დედამიწაზე ყოფნისას იესომ მოწაფეების მომზადების საქმე მსოფლიო ყანის ანუ ადამიანების მომკას, შეადარა (მათე 9:37, 38; იოანე 4:35, 36). უფლის დღეს ტახტზე მჯდომი იესო მამის სახელით აღასრულებს სამართალს; მაშინ ეს მკა დასასრულს მიაღწევს. ამიტომ 1914 წლიდან, როცა ქრისტეს მმართველობა დაიწყო, სიხარულით მიმდინარეობს მკა (შეადარეთ მეორე კანონის 16:13—15).
23. ა) ვინ იძლევა ბრძანებას მკის დაწყების შესახებ? ბ) რისი მკა მიმდინარეობს 1919 წლიდან დღემდე?
23 მიუხედავად იმისა, რომ იესო მეფე და მოსამართლეა, მკის დასაწყებად იეჰოვას, თავისი ღვთის, ბრძანებას ელოდება. ეს ბრძანება ანგელოზის პირით ცხადდება „ტაძრის საწმინდრიდან“. იესო დაუყოვნებლივ ასრულებს ბრძანებას. პირველ რიგში, 1919 წლიდან ის ანგელოზების ხელით იმკის 144 000-ს (მათე 13:39, 43; იოანე 15:1, 5, 16). ამას მოჰყვა სხვა ცხვრის წარმომადგენელი უამრავი ხალხის შეგროვება (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9). ისტორია ცხადყოფს, რომ 1931—1935 წლებში ბევრი სხვა ცხვარი გამოჩნდა. 1935 წელს იეჰოვამ გააგებინა იოანეს კლასს გამოცხადების 7:9—17-ში მოხსენიებული უამრავი ხალხის ნამდვილი ვინაობა. ამის შემდეგ დიდი ყურადღება გამახვილდა ამ ხალხის შეგროვებაზე. 2005 წელს ისინი ექვს მილიონზე მეტნი იყვნენ, მათი რიცხვი კვლავაც იზრდება. უდავოა, რომ ამ უკანასკნელ დროს კაცის ძის მსგავსი სიხარულით იმკის უხვ მოსავალს (შეადარეთ გამოსვლის 23:16; 34:22).
-