საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“
    „მოდი და გამომყევი“
    • 15—17. რა და რა მაგალითებში გამოიყენა იესომ „მით უმეტეს“ მსჯელობის მეთოდი, რომ მსმენელებს მამამისი გაეცნოთ?

      15 იესო იმ მიზნითაც მიმართავდა დამაჯერებელ ლოგიკას, რომ ხალხს მამამისი გაეცნო. ის ხშირად „მით უმეტეს“ მსჯელობის მეთოდს იყენებდა, რითაც მსმენელებს უბრალო ჭეშმარიტებას ანახვებდა და რწმენას უძლიერებდა. ასეთ მსჯელობას, რომელიც შედარების ხერხზეა აგებული, ადამიანზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. ვნახოთ ორი მაგალითი.

      16 მოწაფეების კითხვაზე, თუ როგორ უნდა ელოცათ, იესომ უთხრა, რომ არასრულყოფილი მშობლები სიხარულით აძლევენ შვილებს „იმას, რაც კარგია“. შემდეგ დასძინა: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:1—13). იესომ შედარების ხერხით მოწაფეებს დაანახვა, რომ თუ არასრულყოფილი მშობლები აძლევენ შვილებს იმას, რაც სჭირდებათ, მით უმეტეს ყოველმხრივ სამართლიანი და სრულყოფილი მამა მისცემს წმინდა სულს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს, რომლებიც თავმდაბლურად ლოცულობენ.

      17 იგივე მეთოდი გამოიყენა იესომ, როდესაც მოწაფეებს ურჩევდა, მეტისმეტ საზრუნავს არ გადაჰყოლოდნენ: „დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ. თქვენ კი რამდენად უფრო ძვირფასები ხართ ფრინველებზე? დაუკვირდით, როგორ იზრდებიან შროშანები: არც შრომობენ, არც ართავენ . . . თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, რამდენად უკეთ შეგმოსავთ თქვენ, მცირე რწმენისანო!“ (ლუკა 12:24, 27, 28). თუ იეჰოვა ფრინველებსა და მცენარეებზე ზრუნავს, რამდენად უფრო მეტად იზრუნებს იმ ადამიანებზე, ვისაც უყვარს ის და თაყვანს სცემს! ასეთი მსჯელობით იესო მოწაფეებს დაფიქრებისკენ აღძრავდა.

  • „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“
    „მოდი და გამომყევი“
  • „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“
    „მოდი და გამომყევი“
    • 20, 21. ა) როგორ გამოვიყენოთ „მით უმეტეს“ მსჯელობის მეთოდი, რათა ყურადღება გავამახვილოთ იეჰოვას თვისებებსა და თვალსაზრისზე? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?

      20 „მით უმეტეს“ მსჯელობის მეთოდი ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ მსახურებასა თუ კრებაში სწავლების დროს, რათა ყურადღება გავამახვილოთ იეჰოვას თვისებებსა და თვალსაზრისზე. მაგალითად, თუ გვინდა, ადამიანს დავანახვოთ, რომ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვის შესახებ მოძღვრება იეჰოვას შეურაცხყოფს, შეგვიძლია ვუთხრათ: „რომელი მოსიყვარულე მამა შეაყოფინებდა შვილს ცეცხლში ხელს დასჯის მიზნით?! თუ ეს მამისთვის არის მიუღებელი, მით უმეტეს, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისთვის იქნება მიუღებელი თვით იდეაც კი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ“ (იერემია 7:31). თუ თანამორწმუნე სასოწარკვეთილია და დარწმუნებას საჭიროებს იეჰოვას სიყვარულში, შეგვიძლია ვუთხრათ: „თუ იეჰოვა პატარა ბეღურაზეც კი ზრუნავს, რამდენად უფრო მეტად იზრუნებს თავის თაყვანისმცემლებზე და ეყვარება ისინი, მათ შორის შენც!“ (მათე 10:29—31). ასეთი მსჯელობით შეიძლება ადამიანი დაფიქრებისა და მოქმედებისკენ აღვძრათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება