-
გიცნობთ იეჰოვა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
-
-
სხვაობა თავმდაბლობასა და სიამაყეს შორის
11. რა პასუხისმგებლობები ეკისრა კორახს და, როგორც ჩანს, ღვთის მიმართ მის რა დამოკიდებულებაზე მეტყველებდა ეს?
11 მოსეს და კორახს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ იეჰოვას ღონისძიებებისა და მისი გადაწყვეტილებების მიმართ. მათი ქმედებები განსაზღვრავდა იმას, როგორ უყურებდა იეჰოვა მათ. კორახი კეჰათელი ლევიანი იყო. მას დიდი პატივი ხვდა წილად და მრავალი პასუხისმგებლობა ეკისრა. ის, ალბათ, შეესწრო იმას, როგორ იხსნა ღმერთმა თავისი ერი წითელ ზღვასთან; კორახი, როგორც ჩანს, მონაწილეობდა სინას მთასთან ურჩი ისრაელებისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაში და გარკვეულ როლს ასრულებდა შეთანხმების კიდობნის გადატანაში (გამ. 32:26—29; რიცხ. 3:30, 31). აშკარაა, რომ ის წლების განმავლობაში იეჰოვას ერთგულად ემსახურებოდა და ისრაელთა ბანაკში მრავალი დიდ პატივს სცემდა მას.
12. როგორც 28-ე გვერდზეა ნაჩვენები, როგორ იმოქმედა კორახის სიამაყემ ღმერთთან მის ურთიერთობაზე?
12 მიუხედავად ამისა, როდესაც აღთქმული ქვეყნისკენ მიდიოდნენ, კორახს მოეჩვენა, რომ ისრაელ ერში ღვთის ხელმძღვანელობა არასწორად ტარდებოდა. მას 250 თავკაცი მიემხრო და ცვლილებების მოხდენა სცადეს. კორახსა და მის თანამოაზრეებს ეგონათ, რომ იეჰოვას მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მოჯანყეებმა მოსესა და აარონს უთხრეს: „კმარა! მთელი კრებული წმინდაა და იეჰოვაა მათ შორის“ (რიცხ. 16:1—3). მათ საქციელში მეტისმეტი თავდაჯერებულობა და სიამაყე ჩანდა. მოსემ ამ მოჯანყეებს უთხრა: „გააცხადებს იეჰოვა, თუ ვინ ეკუთვნის მას“ (წაიკითხეთ რიცხვების 16:5 ). მომდევნო დღის ბოლოს კორახი და ყველა მისი თანამოაზრე ცოცხალი აღარ იყო (რიცხ. 16:31—35).
-
-
გიცნობთ იეჰოვა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 სექტემბერი
-
-
კორახი და მისი თანამოაზრეები მეტისმეტმა თავდაჯერებულობამ, სიამაყემ და რწმენის უქონლობამ ღმერთს ჩამოაშორა. კორახის აზრით, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს ხანდაზმული მოსე იღებდა, მაგრამ სინამდვილეში ისრაელ ერს იეჰოვა ხელმძღვანელობდა. კორახმა ვერ დაინახა ეს და, შედეგად, არ გამოავლინა ერთგულება მათ მიმართ, ვისაც ღმერთი იყენებდა. რამდენად გონივრული იქნებოდა, რომ კორახი დალოდებოდა იეჰოვას. ღმერთი დაეხმარებოდა მას იმის გაგებაში, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი ასე ან, თუ საჭირო იყო, ცვლილებებს თავად მოახდენდა. საბოლოოდ, კორახის სიამაყემ ხაზი გადაუსვა წლების განმავლობაში მის ერთგულ მსახურებას.
-