-
ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ოქტომბერი
-
-
4. რატომ არ უნდა გავცდეთ ზომიერების ფარგლებს გართობის არჩევისას? მოიყვანეთ მაგალითი.
4 მაგრამ ისიც გვესმის, რომ გართობის მრავალფეროვნება იმის უფლებას არ გვაძლევს, განურჩევლად ყველაფრით გავერთოთ. დავუბრუნდეთ საკვების მაგალითს. შესაძლოა, გვიყვარს ნაირფეროვანი საკვები, მაგრამ გაფუჭებულს ან გახრწნილს პირსაც არ დავაკარებთ. ასეთი საკვების ჭამა ნამდვილად არ იქნებოდა გონივრული და ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა. მსგავსადვე, გვაქვს საშუალება, სხვადასხვა სახის ჯანსაღი გართობა ავირჩიოთ, მაგრამ ჩვენი თავისუფალი დროიდან ერთ წუთსაც არ დავუთმობთ სიცოცხლისთვის საშიშ, ძალადობრივ ან ზნეობრივად გამხრწნელ გართობას. ასეთი გართობა ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობას.
-
-
ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ოქტომბერი
-
-
ამ ბოროტ ქვეყნიერებაში გართობათა უმეტესობა ისეთია, რომ აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებსა თუ ღვთის კანონებს (1 იოან. 5:19). ჭეშმარიტი ქრისტიანები გართობის ყველა ასეთ სახეობაზე მტკიცე უარს ამბობენ. ამგვარი გართობებისთვის დამახასიათებელია სადიზმი, დემონიზმი, ჰომოსექსუალიზმი, პორნოგრაფია, ძალადობა ან ის, რაც სხვა შემზარავ უზნეობას განადიდებს (1 კორ. 6:9, 10; წაიკითხეთ გამოცხადების 21:8 ). მნიშვნელობა არა აქვს, თუ სად ვცხოვრობთ, მსგავსი გართობის უგულებელყოფით ცხადვყოფთ, რომ გვეზიზღება ბოროტება (რომ. 12:9; 1 იოან. 1:5, 6).
-