საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მე-16 საუკუნის ჭეშმარიტების მაძიებლები — რა აღმოაჩინეს მათ?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
    • მის გულწრფელ სურვილს, ღვთის სიტყვაში ეძებნა ჭეშმარიტება, იზიარებდა მისი თანამედროვე ახალგაზრდა მარტინ სელერიუსი (ცნობილია აგრეთვე მარტინ ბორჰაუსის სახელით), რომელიც 1526 წელს კაპიტოს სახლში ცხოვრობდა.

      „ცოდნა ჭეშმარიტი ღვთის შესახებ“

      წიგნის „ღვთის საქმეების“ თავფურცელი

      თავფურცელი მარტინ სელერიუსის წიგნისა „ღვთის საქმეები“, რომელშიც მან ეკლესიის სწავლებები ბიბლიას შეადარა

      მარტინ სელერიუსი, რომელიც 1499 წელს დაიბადა, ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის გულმოდგინე მკვლევარი იყო. ის გერმანიის ქალაქ ვიტენბერგში მასწავლებლად მუშაობდა. ვინაიდან ქალაქი ვიტენბერგი პროტესტანტული რეფორმაციის კერა გახლდათ, სელერიუსმა მალე გაიცნო მარტინ ლუთერი და სხვები, რომლებსაც ეკლესიური სწავლებების რეფორმა ეწადათ. როგორ უნდა გაერჩია სელერიუსს ღვთიური და ადამიანური აზრები ერთმანეთისგან?

      ერთი წიგნის თანახმად, სელერიუსს სწამდა, რომ ჭეშმარიტების პოვნა შესაძლებელი იყო „საღვთო წერილების საფუძვლიანი კითხვის, მუხლების ერთმანეთთან ხშირი შედარების, ლოცვისა და მონანიების შედეგად“. რა დასკვნამდე მივიდა სელერიუსი ბიბლიის კვლევის შედეგად? (Teaching the Reformation)

      1527 წლის ივლისში სელერიუსმა თავის ნაშრომებს ერთ წიგნად მოუყარა თავი, რომელსაც „ღვთის საქმეები“ უწოდა. ის წერდა, რომ ეკლესიის საიდუმლოებებს, მაგალითად, როგორიცაა ტრანსუბსტანცია, წმინდა წყლის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. პროფესორი რობინ ბარნზი აღნიშნავს, რომ სელერიუსი თავის წიგნში „ხსნის ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს და ამბობს, რომ მოსალოდნელ საყოველთაო გასაჭირსა და უბედურებას სამყაროს განახლება და აღდგენა მოჰყვებოდა“ (2 პეტრე 3:10—13).

      განსაკუთრებით საყურადღებოა სელერიუსის მოკლე კომენტარები იესო ქრისტეს შესახებ. მართალია, სელერიუსი აშკარად არ უარყოფდა სამებას, მაგრამ ის „ზეციერ მამას“ გამოყოფდა „მისი ძის, იესო ქრისტესგან“ და წერდა, რომ იესო იყო ერთ-ერთი მრავალ ღმერთთაგან და ერთ-ერთი ყოვლადძლიერი ღვთის ძეთაგან (იოანე 10:34, 35).

      რობერტ უოლესმა თავის წიგნში „ანტიტრინიტარული ბიოგრაფია“ (1850) განმარტა, რომ სელერიუსი თავის ნაშრომებში არ იზიარებდა მე-16 საუკუნეში საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებას სამებაზე.c აქედან გამომდინარე, რამდენიმე მკვლევარმა დაასკვნა, რომ ის სამების წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო. მასზე ამბობდნენ, რომ ის ღვთის ხელში იარაღს წარმოადგენდა „ჭეშმარიტი ღმერთისა და ქრისტეს შესახებ შემეცნების ჩასანერგად“.

  • მე-16 საუკუნის ჭეშმარიტების მაძიებლები — რა აღმოაჩინეს მათ?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება