-
რას მიაღწია კალვინიზმმა 500-წლიანი ისტორიის განმავლობაში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 სექტემბერი
-
-
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევა ყველასთვის არ ყოფილა უსაფრთხო თავშესაფარი. მიგელ სერვეტი 1511 წელს ესპანეთში დაიბადა. მან შეისწავლა ბერძნული, ლათინური, ებრაული ენები და მედიცინა. შესაძლოა ის და კალვინი ერთმანეთს პარიზში სწავლის დროს შეხვდნენ. სერვეტი ბიბლიის გამოკვლევის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამება არაბიბლიური დოგმატი იყო. მან კალვინთან წერილობით სცადა ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ეს უკანასკნელი მის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. საფრანგეთში კათოლიკეების მიერ დევნილმა სერვეტმა კალვინის ქალაქს, ჟენევას შეაფარა თავი. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის თავშესაფარი მიეცათ, ის დააპატიმრეს, ერეტიკოსობაში დაადანაშაულეს და 1553 წელს ბოძზე გაკრული დაწვეს. „უდიდესი რეფორმატორის [კალვინის] ცხოვრებასა და მოღვაწეობას სერვეტის მკვლელობა ლაქად ატყვია“, — ამბობს ისტორიკოსი ფრიდრიხ ენინგერი.
-
-
რას მიაღწია კალვინიზმმა 500-წლიანი ისტორიის განმავლობაში?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 სექტემბერი
-
-
[სურათი 20 გვერდზე]
სერვეტის მკვლელობა ლაქად ატყვია კალვინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას
[საავტორო უფლება]
© Mary Evans Picture Library
-