-
საკუთარი სახლის ძიებაშიგამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
-
-
ათასობით ადამიანი მიადგა სასაზღვრო პუნქტს. მაგრამ მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებმაც ბოლო წლებში უკვე მილიონობით ლტოლვილი შეიფარეს, მეტის შეშვება აღარ ისურვეს. საზღვრის დამცველი ხელკეტმომარჯვებული პოლიციელები თვალყურს ადევნებდნენ, რომ ხელიდან არავინ გასხლტომოდათ.
საემიგრაციო სამსახურის ადგილობრივმა თანამშრომელმა პირდაპირ დაასახელა ის მიზეზები, რომელთა გამოც არ სურთ ლტოლვილთა მოზღვავებული მასის შეშვება. „ისინი გადასახადებს არ იხდიან, გზებს აფუჭებენ, ხე-ტყეს ჩეხავენ, წყლის მარაგს ამცირებენ. არა, მეტის ატანა აღარ შეგვიძლია!“a.
ასეთი ტრაგიკული მოვლენები ძალზე გახშირდა. სახლს მოწყვეტილი ხალხი ხედავს, რომ საკუთარი „ნავსაყუდელის“ პოვნა უფრო და უფრო ურთულდებათ. „რაც უფრო მატულობს თავშესაფრის მაძიებელი ხალხის რაოდენობა, მით უფრო უქრება სახელმწიფოებს მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის სურვილი“, — ნათქვამია „ემნისთი ინთერნეიშნლის“ მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ ცნობაში.
-
-
საკუთარი სახლის ძიებაშიგამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
-
-
განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოულოდნელად ათასობით ლტოლვილმა მოიყარა თავი, მთელ ძალებს შეიძლება მხოლოდ იმასღა ახმარენ, რომ როგორღაც საკუთარი მოქალაქეები გამოკვებონ. კარს მომდგარი ზღვა ხალხისთვის სახელმწიფოს დიდი დახმარების გაწევა არ შეუძლია; შედარებით მდიდარ ქვეყნებს კი, რომლებიც საკუთარი პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული, შეიძლება მაინცდამაინც არ ეხალისებოდეთ სხვა ქვეყნებს შეკედლებული ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენა.
-
-
საკუთარი სახლის ძიებაშიგამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
-
-
ადგილობრივ მოსახლეობაზეც შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს დამშეული ლტოლვილების მოზღვავება. აფრიკის „დიდ ტბებად“ წოდებულ ერთ-ერთ რეგიონში ზოგი ოფიციალური პირი წუხილს გამოთქვამდა: „[ლტოლვილებმა] მოგვისპეს საკვების მარაგი, გაგვიჩანაგეს მინდვრები, გაგვინადგურეს საქონელი, ნაკრძალები; შიმშილისა და ეპიდემიების გავრცელების მიზეზი გახდნენ . . . [თავად] ჰუმანიტარული დახმარებით სარგებლობენ, მაშინ როცა ჩვენ არაფერი გვრჩება“.
-