-
დაეხმარეთ ლტოლვილებს, სიხარულით ემსახურონ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2017 | მაისი
-
-
1, 2. ა) რა განსაცდელებს ხვდება ჩვენი და-ძმებიდან ზოგი? ბ) რა კითხვები წამოიჭრება?
„მთელი ოჯახი კონგრესს ვესწრებოდით, როცა ბურუნდიში სამოქალაქო ომი დაიწყო, — იხსენებს ძმა ლიჯე. — ვხედავდით, რომ ხალხი გარბოდა, ზოგი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. ჩემმა მშობლებმა და 11-ვე დედმამიშვილმა გაქცევით ვუშველეთ თავს. თან თითქმის არაფერი წაგვიღია. ჩემი ოჯახიდან ზოგმა 1 600 კილომეტრზე მეტი გაიარა ფეხით და მალავის ლტოლვილთა ბანაკამდე მიაღწია. დანარჩენები აქეთ-იქით გავიფანტეთ“.
-
-
დაეხმარეთ ლტოლვილებს, სიხარულით ემსახურონ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2017 | მაისი
-
-
4, 5. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ ლტოლვილებს ა) გაქცევის დროს? ბ) ბანაკებში ცხოვრების დროს?
4 ლტოლვილები შეიძლება გაქცევის დროსაც აღმოჩნდნენ საფრთხეში და ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრების დროსაც. ლიჯეს უმცროსი ძმა გადი იხსენებს: „რამდენიმე კვირა მივდიოდით გზაზე, სადაც ასობით გვამი ეგდო. მაშინ 12 წლისა ვიყავი. ფეხები ისე დამისივდა, რომ მამას ვუთხარი, უჩემოდ წასულიყვნენ, მაგრამ მან არ დამტოვა მეამბოხეების ხელში. დღიდან დღემდე ძლივს გაგვქონდა თავი, ვლოცულობდით და ბოლომდე ვენდობოდით იეჰოვას. ზოგჯერ საჭმელად მხოლოდ მანგო გვქონდა, რომლის ხეებიც გზის პირას იზრდებოდა“ (ფილ. 4:12, 13).
5 ლიჯეს ოჯახიდან უმეტესობამ არაერთი წელი გაატარა გაეროს ლტოლვილთა ბანაკებში. მაგრამ იქ თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობდნენ. ლიჯე, რომელიც ახლა სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, ამბობს: „ლტოლვილთა უმრავლესობა არ მუშაობდა — ჭორაობდნენ, ლოთობდნენ, აზარტული თამაშებით ერთობოდნენ, იპარავდნენ და უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ“.
-