საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადება
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
    • „ჩვენ ერთხელაც არ შეგვყრია სერიოზული დაავადება“

      მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მალავიში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დევნის ტალღა აგორდა. 30 000-ზე მეტმა კაცმა, ქალმა და ბავშვმა თავი შეაფარა მეზობელ ქვეყანას, მოზამბიკს და ათ ბანაკად დასახლდნენ. როგორც ცნობილია, ლტოლვილთა ბანაკებში ხშირად წყლით არაერთი დაავადება ვრცელდება. როგორ შეძლეს იეჰოვას მოწმეებმა არც თუ ისე ხელსაყრელ პირობებში ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვა?

      ლემონ კაბვაზი ცხოვრობდა მლანგენის 17 000-კაციან ბანაკში. იგი იხსენებს: „ბანაკის ტერიტორიაზე ყოველთვის ვიცავდით სისუფთავეს. ბანაკის გარეთ გაკეთებული იყო სპეციალური ორმოები ექსკრემენტების ჩასამარხავად. არავის ჰქონდა უფლება, ბანაკის შიგნით ამოეთხარა ასეთი ორმო. ნაგავიც ბანაკის გარეთ გაგვქონდა და ორმოში ვფლავდით. მოხალისეები საგულდაგულოდ იცავდნენ ჰიგიენის ნორმებს, მაგალითად, ზრუნავდნენ ჭების სისუფთავეზე, რომელიც ბანაკის გარეთ, სხვა ადგილას იყო ამოთხრილი. მართალია, სივიწროვეში ვცხოვრობდით, მაგრამ ბიბლიური პრინციპების დაცვის წყალობით არასდროს შეგვყრია სერიოზული დაავადებები, მათ შორის, ქოლერა“.

  • მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადება
    გამოიღვიძეთ! — 2010 | ოქტომბერი
    • [სურათი 22 გვერდზე]

      მოზამბიკის ლტოლვილთა ათ ბანაკში მოსახლე 30 000-ზე მეტი კაცი, ქალი თუ ბავშვი ყოველთვის ზრუნავდა ბანაკის სისუფთავეზე

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება