-
ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებასგამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
-
-
დაზუსტებით არავინ იცის, რამდენ ლტოლვილსა და დევნილს გააქვს ძლივ-ძლივობით თავი დროებით მოწყობილ ბანაკებში, ან უსაფრთხოების ძიებაში რამდენი დაეხეტება უმწეოდ ერთი ადგილიდან მეორეზე. ზოგიერთი ცნობის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით მათი სრული რიცხვი 40 მილიონამდე უნდა აღწევდეს, აქედან ნახევარი ბავშვებია.
-
-
ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებასგამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
-
-
90-იან წლებში ლტოლვილთა რიცხვი მსოფლიოში დაახლოებით 17 მილიონიდან 14 მილიონამდე შემცირდა. თითქოს გაუმჯობესება ჩანს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. იგივე ათწლეულში დევნილთა რიცხვმა ზოგიერთი შეფასებით 25-30 მილიონს მიაღწია.
-
-
ადამიანები ეძებენ უსაფრთხოებასგამოიღვიძეთ! — 2002 | თებერვალი 8
-
-
საშიშროების მიუხედავად ეკონომიკური მიზეზების გამო გადასახლებულ პირთა რიგები მთელ მსოფლიოში განუწყვეტლივ იზრდება. ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იპარება ევროპაში, ხოლო 300 000 — შეერთებულ შტატებში. 1993 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოთქმული ვარაუდით, მსოფლიოში 100 მილიონი მიგრანტი უნდა ყოფილიყო, რომელთაგანაც მესამედზე მეტი ევროპასა და შეერთებულ შტატებში დასახლდა. იმ დროიდან ეს რიცხვი საგრძნობლად იზრდება.
-