-
ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
-
-
11. როგორ ქორწინდება ზოგ ქვეყანაში წყვილი და რა გავლენას ახდენს ეს საქორწინო მოხსენებაზე?
11 ზოგ ქვეყანაში შეიძლება კანონით არ მოითხოვება საქორწილო ცერემონიალი და არც სახელმწიფო მოხელესთან მისვლა. წყვილი კანონიერად დაქორწინებულად ითვლება, როდესაც ხელმოწერილ ქორწინების მოწმობას სახელმწიფო მოხელეს წარუდგენენ. შემდეგ ხდება საქორწინო მოწმობის რეგისტრაციაში გატარება. ამგვარად წყვილი ოფიციალურად ცოლ-ქმრად ცხადდება და ეს დღე არის მათი დაქორწინების თარიღი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი სახით დაქორწინებულ წყვილს შესაძლოა სურდეს, რომ რეგისტრირების შემდეგ სულიერად მოწიფულმა ძმამ სამეფო დარბაზში ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წაიკითხოს.
-
-
ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
-
-
7 ბევრ ქვეყანაში კეისარი, ანუ სახელმწიფო მოხელე, უფლებამოსილია, განსაზღვროს, ვის აქვს დაქორწინების უფლება. ამგვარად, ორი ქრისტიანი, რომელთაც ბიბლიის საფუძველზე დაქორწინების უფლება აქვთ, კეთილსინდისიერად ემორჩილება ადგილობრივ სახელმწიფო კანონებს. ამაში შეიძლება შედიოდეს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისგან ქორწინებაზე ნებართვის აღება და ქორწინების რეგისტრირება. როდესაც კეისარ ავგუსტუსმა მოითხოვა, ჩატარებულიყო მოსახლეობის აღწერა, მარიამი და იოსები დაემორჩილნენ მის ბრძანებას და ბეთლემში წავიდნენ, ‘რათა აღწერილიყვნენ’ (ლუკა 2:1—5).
-
-
ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
-
-
აქ საუბარია ქორწინებაზე, რომელიც ამა თუ იმ ტომში ან მხარეში მიღებული ტრადიციის თანახმად ხდება. ამაში შეიძლება შედიოდეს ურვადის გადახდა და აღება, რომლის საფუძველზეც წყვილი კანონიერად და, ბიბლიური ნორმების შესაბამისად, დაქორწინებულად ითვლება. მთავრობა ასეთ ტრადიციულ ქორწინებას კანონიერად მიიჩნევს. ჩვეულებრივ, შესაძლებელია ტრადიციული ქორწინების რეგისტრირება და ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წყვილი იღებს ქორწინების მოწმობას. ეს მოწმობა იცავს წყვილისა და მათი მომავალი შვილების უფლებებს; იგი იცავს აგრეთვე ცოლის უფლებებს მისი დაქვრივების შემთხვევაში. კრებამ ტრადიციულად დაქორწინებული წყვილები უნდა აღძრას, რაც შეიძლება მალე გაიარონ რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ მოსეს კანონის თანახმად, ოფიციალურად ხდებოდა ქორწინებისა და ბავშვის დაბადების რეგისტრირება (მათე 1:1—16).
-