-
მოერიდეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ღმერთი არ იწონებსსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 იანვარი
-
-
მოერიდეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ღმერთი არ იწონებს
აფრიკის მცხუნვარე მზის ქვეშ, პატარა ეზოში თავახდილი კუბო დგას. მწუხარების გამოსახატავად დამტირებლები კუბოს ერთ რიგად უვლიან გვერდს. ხანში შესული მამაკაცი ცხედართან ჩერდება. მას სევდიანი თვალები აქვს, ცხედართან იხრება და მოთქვამს: „რატომ არ მითხარი, რომ წასვლას აპირებდი? რატომ მიმატოვე? ახლა, როცა წახვედი, დამეხმარები კიდევ?“
აფრიკის სხვა მხარეში ბავშვი დაიბადა. მისი ნახვის უფლება არავის არა აქვს. გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, სანამ პატარას სხვებს ანახვებენ და, ჩვეულების მიხედვით, სახელს დაარქმევენ.
მიცვალებულთან ლაპარაკი და სხვებისგან ახალშობილის დამალვა ზოგისთვის შეიძლება საკმაოდ უცნაური ჩვეულება იყოს. მაგრამ ზოგ კულტურასა და საზოგადოებაში იმის ძლიერი რწმენა, რომ მიცვალებულები სინამდვილეში არ კვდებიან და ყველაფერს გრძნობენ, გავლენას ახდენს სიკვდილისა და დაბადების მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე.
ეს რწმენა იმდენად ღრმად არის მათში გამჯდარი, რომ აისახება ჩვეულებებსა და რიტუალებში, რომლებიც ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს მოიცავს. მაგალითად, მილიონებს სჯერათ, რომ სიცოცხლესთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა დაბადება, სქესობრივი მომწიფება, ქორწინება, მშობიარობა და სიკვდილი, იმ გზის მნიშვნელოვანი საფეხურებია, რომელსაც ადამიანი წინაპართა სულების სამყოფელამდე მიჰყავს. ისინი თვლიან, რომ გარდაცვლილი პიროვნება კვლავაც აქტიურ როლს თამაშობს მათ სიცოცხლეში, ვინც ამქვეყნად დატოვა, და შეუძლია განაგრძოს სიცოცხლის წრებრუნვა ხელახლა დაბადების საშუალებით.
ამ წრებრუნვაში ერთი საფეხურიდან მეორეზე გართულების გარეშე გადასვლას რომ შეუწყონ ხელი, უამრავ ადათსა და რიტუალს ასრულებენ. ამ წეს-ჩვეულებების არსებობის მიზეზი იმის რწმენაა, რომ სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს ცხოვრებას.
-
-
მოერიდეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ღმერთი არ იწონებსსაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 იანვარი
-
-
ბავშვის დაბადება და სახელის დარქმევის რიტუალი
ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული მრავალი ჩვეულება სათანადო და მისაღებია. მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც დაბადებას უყურებენ, როგორც წინაპართა სულების სამყაროდან ამქვეყნად მოსვლას, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიფრთხილის გამოვლენა მართებთ. მაგალითად, აფრიკის ზოგ ნაწილში ახალშობილი, ჩვეულებრივ, სახლში ჰყავთ და სახელს არ არქმევენ მანამ, სანამ არ გავა გარკვეული პერიოდი, რაც სხვადასხვა ადგილზე განსხვავებული ხანგრძლივობისაა. ამ პერიოდის დასრულების შემდეგ ტარდება სახელის დარქმევის რიტუალი, რომლის დროსაც ბავშვი გამოჰყავთ ეზოში და ოფიციალურად წარუდგენენ ნათესავებსა და ახლობლებს. ბავშვის სახელსაც ამ დროს აცხადებენ ოფიციალურად.
ამ ჩვეულების მნიშვნელობის განმარტებისას ერთი წიგნი ამბობს: «სიცოცხლის პირველი შვიდი დღის განმავლობაში ბავშვი ითვლება „სტუმრად“, რომელსაც სულთა სამყაროდან მიწიერ ცხოვრებაში გადმოსვლის პერიოდი აქვს . . . ბავშვი, როგორც წესი, სახლში ჰყავთ და ოჯახის წევრების გარდა მისი ნახვის უფლება არავის არ აქვს» (Ghana—Understanding the People and Their Culture).
რა მიზნით აყოვნებენ ბავშვისთვის ცერემონიულად სახელის დარქმევას? ერთი ნაშრომი განმარტავს: „მერვე დღემდე ბავშვს ადამიანად არ მიიჩნევენ. მას მეტ-ნაკლებად მაინც იმ სამყაროს უკავშირებენ, საიდანაც მოვიდა . . . ახალშობილს, ასე ვთქვათ, სახელი აქცევს ადამიანად. ამიტომ, როცა მშობლები შიშობენ, რომ ბავშვი არ გადარჩება, აყოვნებენ სახელის დარქმევას, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ იცოცხლებს . . . ამის გამო, ამქვეყნად მოსვლასთან დაკავშირებულ ამ რიტუალს, რომელსაც ზოგჯერ ბავშვის სახალხოდ წარდგენას ეძახიან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვისა და მისი მშობლებისათვის. ეს არის რიტუალი, რომელსაც ახალშობილი ადამიანურ არსებობაში მოჰყავს“ (Ghana in Retrospect).
ბავშვისთვის სახელის დარქმევის ამ რიტუალს, ჩვეულებრივ, უძღვება ოჯახის თავკაცი. მართალია, ეს რიტუალი ყველგან ერთნაირად არ ტარდება, მაგრამ ხშირად მასში შედის ღვინის დაღვრა, წინაპართა სულებისადმი ლოცვით მიმართვა (რომლის დროსაც მადლიერებას გამოხატავენ ამქვეყნად ბავშვის უვნებლად მოსვლისთვის) და სხვა ჩვეულებები.
ეს წეს-ჩვეულება თავის კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ბავშვის სახელს აცხადებენ. თუმცა საკუთარი შვილისთვის სახელის დარქმევის პასუხისმგებლობა მშობლებს აკისრიათ, ხშირად სხვა ნათესავებიც დიდ როლს თამაშობენ სახელის არჩევაში. ადგილობრივ ენაზე ზოგ სახელს შეიძლება სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდეს, მაგალითად: „წასული და უკან დაბრუნებული“, „დედა მეორედ მოვიდა“ ან „მამა კვლავ მოვიდა“. სხვა სახელების მნიშვნელობების მიხედვით კი წინაპართა სულებს სთხოვენ, არ დააბრუნონ ბავშვი საიქიოში.
რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ გიხაროდეს ბავშვის დაბადება. ბავშვისთვის ვინმეს სახელის დარქმევა ან ისეთი სახელის შერჩევა, რომელშიც დაბადებასთან დაკავშირებული ვითარებაა ასახული, მისაღები ჩვეულებაა. და მაინც, ქრისტიანებს ღვთისმოსაწონად მოქმედება სურთ; ამიტომ ისინი სიფრთხილეს ავლენენ და ერიდებიან ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომელთა მიყოლითაც დატოვებდნენ შთაბეჭდილებას, რომ იზიარებენ თვალსაზრისს, თითქოს ბავშვი წინაპართა სულების სამყაროდან ამქვეყნად მოსული „სტუმარია“.
-