-
გწამთ წინა ცხოვრების?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 დეკემბერი
-
-
მკვდრეთით აღდგომის იმედი
ბიბლიაში მოყვანილია მკვდრეთით აღდგომის რვა ისეთი შემთხვევა, რომელსაც თვითმხილველები ჰყავდა.b რვავე შემთხვევაში მიცვალებულების რეინკარნაცია კი არ მომხდარა, არამედ ისინი მკვდრეთით აღდგნენ. მკვდრეთით აღდგენილებს მაშინვე ცნობდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები. არც ერთ შემთხვევაში მათ ნათესავებს არ დასჭირვებიათ ახალდაბადებულთა შორის თავიანთი საყვარელი მიცვალებულების ძებნა და ამოცნობა (იოანე 11:43—45).
მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მიცვალებულთა უმეტესობა მკვდრეთით აღდგება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც მალე ამ ბოროტ ქვეყნიერებას ჩაანაცვლებს (2 პეტრე 3:13, 14). დღეს კი იეჰოვას სრულყოფილ მეხსიერებაში, რომელიც თითოეულ ვარსკვლავს თავისი სახელით მოუხმობს, შემონახულია მილიარდობით გარდაცვლილი ადამიანი მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით (ფსალმუნი 147:4; გამოცხადება 20:13). როდესაც ახალ ქვეყნიერებაში ის თანმიმდევრულად აღადგენს სხვადასხვა თაობის ადამიანებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ თავიანთი წინაპრები. ეს მართლაც შესანიშნავი იმედია!
-