საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უნდა გწამდეს გარდასახვა?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • ღვთის დამახასიათებელი თვისებები და კარმის კანონი

      „კარმის კანონი, — ხსნიდა მოჰანდაზ კ. განდი, — უმოწყალო და აურიდებელია. ასე რომ, ღმერთს თითქმის არ ესაჭიროება ჩარევა. მან დააფუძნა კანონი და, ასე ვთქვათ, განზე გადგა“. განდის ეს აწუხებდა.

      მეორე მხრივ, მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული დანაპირები გვიჩვენებს, რომ ღმერთი დიდადაა დაინტერესებული თავისი შემოქმედებით. მიცვალებულს სიცოცხლე რომ დაუბრუნოს სამოთხეში დედამიწაზე, ამ პიროვნებაზე ღმერთმა ყველაფერი უნდა იცოდეს და ახსოვდეს. ღმერთი ნამდვილად თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს (1 პეტრე 5:6, 7).

  • უნდა გწამდეს გარდასახვა?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მაისი
    • წინა სტატიაში მოხსენიებული მუკანდბაი ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო ღვთის შესანიშნავი აღთქმები. მაგრამ მილიონებს, რომლებიც ისე დაიხოცნენ, რომ ვერ შეიცნეს ღმერთი, პერსპექტივა აქვთ, გაიღვიძონ ასეთ მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში, ვინაიდან ბიბლია გვპირდება: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15; ლუკა 23:43, აქ).

      აქ გამოყენებული გამოთქმა „მკვდრეთით აღდგომა“ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან — „ა·ნაʹსტა·სის“ — რომელიც სიტყვასიტყვით „კვლავ ადგომას“ ნიშნავს. ამგვარად, მკვდრეთით აღდგომაში შედის პიროვნების ცხოვრების წესის აღდგენა.

      ცისა და დედამიწის შემოქმედი უსაზღვრო სიბრძნეს ფლობს (იობი 12:13). მიცვალებულების ცხოვრების წესის გახსენება არ წარმოადგენს მისთვის პრობლემას (შეადარე ესაია 40:26). იეჰოვა ღმერთი უხვად ფლობს სიყვარულსაც (1 იოანე 4:8). აქედან გამომდინარე, მას შეუძლია გამოიყენოს თავისი სრულყოფილი მეხსიერება არა მიცვალებულების დასასჯელად მათ მიერ ჩადენილი ცუდი საქმეებისთვის, არამედ მათთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იმ პიროვნულობით, რაც სიკვდილამდე ჰქონდათ.

      მუკანდბაის მსგავსი მილიონობით ადამიანისთვის მკვდრეთით აღდგომას კვლავ საყვარელ ადამიანებთან ყოფნის მნიშვნელობა ექნება. მაგრამ წარმოიდგინე, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს იმათთვის, ვინც ახლა ცხოვრობს. აიღე, მაგალითად, მუკანდბაის ვაჟი, რომელმაც ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შესანიშნავი ჭეშმარიტება გაიგო. როგორი მანუგეშებელია მისთვის იმის ცოდნა, რომ მამამისი არ არის გაბმული „მეორედ დაბადების“ თითქმის უსასრულო ციკლის ხაფანგში, რომელთაგანაც თითოეული ბოროტებითა და ტანჯვითაა გარშემორტყმული! მას, უბრალოდ, სიკვდილის ძილით სძინავს და მკვდრეთით აღდგომას მოელის. რა გულში ჩამწვდომია მისთვის იმ შესაძლებლობაზე ფიქრი, რომ ერთ დღეს მამას გაუზიარებს იმას, რაც თვითონ ისწავლა ბიბლიიდან!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება