საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას სურს ხალხის გადარჩენა — თქვენ?
    იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
    • 14, 15. რა შემთხვევაში შეიძლება გამოიცადოს იეჰოვას მიმტევებლობისადმი ჩვენი დამოკიდებულება?

      14 როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული ცოდვის ჩამდენი არ ინანიებს და გასარიცხია კრებიდან? პირველ საუკუნეში ქრისტიანები, რომლებიც არ ინანიებდნენ, კრებიდან ირიცხებოდნენ. თუ ეს იესოს მოციქულების სიცოცხლეში ხდებოდა, ჩვენს დროშიც შეიძლება მოხდეს. ამ დროს კრების ერთგული მსახურები ითვალისწინებენ ბიბლიურ მითითებას — არ იქონიონ ურთიერთობა გარიცხულთან. შეიძლება იეჰოვას მიმართ მათმა ერთგულებამ შემცოდველს ცოდვის სერიოზულობა დაანახვოს და მოსანანიებლად აღძრას. ბიბლიაში წერია, რომ ერთმა კორინთელმა კაცმა, რომელიც გარიცხეს, მოგვიანებით მოინანია, რის შემდეგაც ის აღადგინეს კრებაში (1 კორინთელები 5:11—13; 2 კორინთელები 2:5—8). როგორ რეაგირებთ მსგავს შემთხვევებში, და როგორ აჩვენებთ, რომ ხალხის გადარჩენა გინდათ?

  • იეჰოვას სურს ხალხის გადარჩენა — თქვენ?
    იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
    • პავლემ კორინთელთა კრებას მოუწოდა, ეპატიებინათ, გაემხნევებინათ და თავიანთ სიყვარულში დაერწმუნებინათ ის კორინთელი კაცი, რომელიც კრებაში აღადგინეს: „ასეთისთვის საკმარისია, უმრავლესობამ რომ გაკიცხა, ასე რომ . . . მთელი გულით უნდა აპატიოთ ასეთ კაცს და ანუგეშოთ იგი, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქოს. ამიტომ შეგაგონებთ, რომ თქვენს სიყვარულში დაარწმუნოთ იგი“ (2 კორინთელები 2:6—8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება