საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb19 აგვისტო გვ. 8
  • კარგი საქმეები, რომლებიც დავიწყებული არ იქნება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კარგი საქმეები, რომლებიც დავიწყებული არ იქნება
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • მსგავსი მასალა
  • ეს შენთვის ცხოვრების საუკეთესო გზა ხომ არ იქნებოდა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • შეგიძლია მზადყოფნა გამოავლინო?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • გიწვევთ ყველას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ბეთელი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
mwb19 აგვისტო გვ. 8
და ბეთელის სამზარეულოში მუშაობს

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

კარგი საქმეები, რომლებიც დავიწყებული არ იქნება

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ღვთისადმი მსახურებაში გააკეთოს კარგი საქმეები, რომლებიც დავიწყებული არასდროს იქნება. როგორც მშობელი არ ივიწყებს შვილის კარგ საქმეებს, ისე იეჰოვა არ ივიწყებს ჩვენს შრომასა და სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისთვის ვავლენთ (მათ. 6:20; ებრ. 6:10). ცხადია, ყველას განსხვავებული შესაძლებლობები და მდგომარეობა გვაქვს. მაგრამ, თუ საუკეთესოს გავიღებთ იეჰოვას მსახურებაში, ნამდვილად გვექნება სიხარულის მიზეზი (გალ. 6:4; კოლ. 3:23). წლების მანძილზე ათასობით და-ძმას უმსახურია ბეთელში. შენც შეგიძლია იმსახურო? თუ ამის შესაძლებლობა არა გაქვს, სხვები წაახალისე ამისკენ ან დაეხმარე მათ, ვინც უკვე მსახურობს ბეთელში, კვლავაც განაგრძონ თავიანთი მსახურება.

უყურე ვიდეორგოლს „მზად ხარ ბეთელში მსახურებისთვის?“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

  • რამ უნდა აღძრას ქრისტიანი ბეთელში მსახურებისკენ?

  • როგორც და-ძმების კომენტარებიდან გამოჩნდა, რა კურთხევები ახლავს თან ბეთელში მსახურებას?

  • რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, ვისაც ბეთელში მსახურება სურს?

  • რა უნდა გააკეთო, თუ ბეთელში მსახურება გსურს?

სამი ბეთელელი ერთად მუშაობს; ძმა ლიტერატურას ალაგებს ყუთებში; ძმა ხეზე მუშაობს

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბეთელში მსახურების მსურველი.

  • უნდა უყვარდეს იეჰოვა და მისი ორგანიზაცია.

  • უნდა იცავდეს მაღალზნეობრივ ნორმებს და იეჰოვას წინაშე სუფთა სინდისი ჰქონდეს.

  • მისი ჩაცმულობა და გარეგნობა ქრისტიანისთვის შესაფერისი უნდა იყოს.

  • მის მიერ არჩეული გართობა ქრისტიანულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.

  • უნდა იყოს 19—35 წლამდე (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა).

  • უნდა ჰქონდეს კარგი ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობა.

  • თავისუფლად უნდა შეეძლოს წერა-კითხვა და ლაპარაკი იმ ენაზე, რომელიც ძირითადი ენაა ფილიალში.

  • უნდა იყოს მზად, სულ მცირე, ერთი წელი იმსახუროს ბეთელში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება