-
გულთან ახლოს მიიტანეთ სხვისი საწუხარისაგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
-
-
მიჰბაძეთ იეჰოვას და იესოს
14. ეფესოელების 5:1, 2-ის თანახმად, რა გვიბიძგებს თანაგრძნობისკენ?
14 იეჰოვას და იესოს მაგალითზე დაფიქრება აღგვძრავს, უფრო თანამგრძნობები ვიყოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1, 2). მართალია, ვერ ვხვდებით, რა აქვთ ადამიანებს გულში, მაგრამ შეგვიძლია მივხვდეთ, რას გრძნობენ და რას საჭიროებენ ისინი (2 კორ. 11:29). ეგოისტური სულით გაჟღენთილი ქვეყნიერებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი . . . [არ ვიზრუნოთ], არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:4).
(იხილეთ აბზაცები 15—19)d
15. განსაკუთრებით ვის მართებს თანაგრძნობის გამოვლენა?
15 თანაგრძნობის გამოვლენა განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ. მათ ესმით, რომ ანგარიშვალდებულნი არიან სამწყსოზე, რომელზე ზრუნვაც იეჰოვამ მიანდო (ებრ. 13:17). თანამორწმუნეების დასახმარებლად უხუცესებს გულისხმიერება სჭირდებათ. როგორ შეუძლიათ მათ ამ თვისების გამოვლენა?
16. რას აკეთებს თანამგრძნობი უხუცესი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
16 გულისხმიერი და სხვების კეთილდღეობით დაინტერესებული უხუცესი დროს გამოუყოფს თანაქრისტიანებს. ის კითხვებს უსვამს, შემდეგ კი ყურადღებითა და მოთმინებით უსმენს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც კრების წევრი თავისი გრძნობების და განცდების გაზიარებას ცდილობს, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობს (იგავ. 20:5). როცა უხუცესები დროს უთმობენ კრების წევრებს, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება და ნდობა და სიყვარული მტკიცდება (საქ. 20:37).
17. ყველაზე მეტად რას აფასებენ კრების წევრები უხუცესებში? მოიყვანეთ მაგალითი.
17 ბევრმა და-ძმამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად უხუცესებში თანაგრძნობასა და გულისხმიერებას აფასებენ. რა არის ამის მიზეზი? „როცა იცი, რომ გაგიგებენ, უფრო გიადვილდება მათთან საუბარი“, — ამბობს ადელაიდა. ის დასძენს: „მათი რეაქციიდან შეგიძლია დაინახო, რომ გულთან ახლოს მიაქვთ შენი ნათქვამი“. ერთი ძმა მადლიერებით იხსენებს: „ერთხელ, როცა ჩემს პრობლემებს ვუზიარებდი, შევნიშნე, რომ უხუცესს თვალზე ცრემლი მოადგა. ეს მომენტი მთელი სიცოცხლე მემახსოვრება“ (რომ. 12:15).
18. როგორ შეგვიძლია გავხდეთ თანამგრძნობები?
18 ცხადია, მხოლოდ უხუცესებს არ მართებთ თანაგრძნობის გამოვლენა. ეს თვისება ყველამ უნდა განვივითაროთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? შეეცადეთ გაიგოთ, რასთან უწევთ ბრძოლა ოჯახისა თუ კრების წევრებს და შეხვიდეთ მათ მდგომარეობაში. ყურადღება გამოავლინეთ მოზარდების, ხანდაზმულების, მგლოვიარეებისა და მათ მიმართ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჰკითხეთ, როგორ გრძნობენ თავს და ყურადღებით მოუსმინეთ. აგრძნობინეთ, რომ კარგად გესმით მათი მდგომარეობა. დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ მათთვის და შესთავაზეთ დახმარება. როცა ასე ვიქცევით, გულწრფელ სიყვარულს საქმეებით ვამტკიცებთ (1 იოან. 3:18).
19. რატომ უნდა გამოვიჩინოთ გონიერება, როცა სხვების დახმარებას ვცდილობთ?
19 როცა სხვების დახმარებას ვცდილობთ, გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან პრობლემების დროს ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგს ვინმესთვის გულის გადაშლა სჭირდება, ზოგი კი საკუთარ თავში იკეტება. ამიტომ, როცა დახმარებას ვთავაზობთ, უნდა მოვერიდოთ პირადული კითხვების დასმას (1 თეს. 4:11). როდესაც სხვები გულახდილად გვესაუბრებიან, შეიძლება ისეთი რამ გვითხრან, რაშიც არ ვეთანხმებით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი იმას გვეუბნებიან, რასაც გრძნობენ. ამიტომ სწრაფები უნდა ვიყოთ მოსმენაში და ნელი სიტყვაში (მათ. 7:1; იაკ. 1:19).
-
-
გულთან ახლოს მიიტანეთ სხვისი საწუხარისაგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
-
-
d სურათის აღწერა: კრების შეხვედრებზე ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობების გამოხატვის ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა. 1) უხუცესი თბილად ესაუბრება დედა-შვილს; 2) მამა-შვილი ხანდაზმულ დას მანქანამდე მისვლაში ეხმარება; 3) უხუცესები ყურადღებით უსმენენ დას, რომელსაც დახმარება სჭირდება.
-