საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოველი დღე გამოიყენეთ იეჰოვას განსადიდებლად
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 იანვარი
    • იზრუნეთ სხვებზე

      იეჰოვას უნდა, რომ ვიზრუნოთ სხვებზე და სიკეთე გავუკეთოთ მათ, ხოლო სატანა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრისკენ გვიბიძგებს. მისი ქვეყნიერება სავსეა „საკუთარი თავის მოყვარულებით“, „სიამოვნებათა მოყვარულებით“ და ისეთი ადამიანებით, რომლებიც ‘ხორცისთვის თესავენ’ (2 ტიმ. 3:1—5; გალ. 6:8). ცოტა თუ ფიქრობს, როგორ იმოქმედებს მათი საქციელი სხვებზე. „ხორცის საქმეები“ ყველგან აშკარად ჩანს (გალ. 5:19—21).

      მათგან განსხვავებით, ისინი, ვისაც იეჰოვას წმინდა სული აქვს, სიყვარულსა და სიკეთეს ავლენენ და ყოველივე კარგით გამოირჩევიან (გალ. 5:22). ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ სხვების საჭიროებები ჩვენს საჭიროებებზე წინ დავაყენოთ. მართალია, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ერთმანეთით, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ სხვის პირად ცხოვრებაში ჩავერიოთ (1 კორ. 10:24, 33; ფილ. 2:3, 4; 1 პეტ. 4:15). განსაკუთრებით თანამორწმუნეებზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა სხვებიც არ უნდა დავტოვოთ დახმარების გარეშე (გალ. 6:10). ეძებთ შესაძლებლობას, ნებისმიერს გაუკეთოთ სიკეთე? (იხილეთ ჩარჩო „გამოიჩინეთ ყურადღება“, გვერდი 23).

      ყურადღება მხოლოდ განსაკუთრებულ დროსა და განსაკუთრებულ შემთხვევაში არ უნდა გამოვიჩინოთ (გალ. 6:2; ეფეს. 5:2; 1 თეს. 4:9, 10). ყოველდღე უნდა დავინტერესდეთ სხვებით და მაშინაც კი აღმოვუჩინოთ დახმარება, როცა ეს შეიძლება ჩვენთვის არც ისე მოსახერხებელია. გულუხვად უნდა გავცეთ, რაც გაგვაჩნია — ჩვენი დრო, სახსრები თუ გამოცდილება. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ თუ სხვების მიმართ გულუხვები ვიქნებით, თავადაც გულუხვი იქნება ჩვენ მიმართ (იგავ. 11:25; ლუკ. 6:38).

  • ყოველი დღე გამოიყენეთ იეჰოვას განსადიდებლად
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 იანვარი
    • [ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]

      გამოიჩინეთ ყურადღება

      • ხანდაზმული დის ან ძმის მიმართ (ლევ. 19:32).

      • მათ მიმართ, ვინც ფიზიკურად ან ემოციურად არის ავად (იგავ. 14:21).

      • კრების წევრის მიმართ, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება (რომ. 12:13).

      • ოჯახის წევრების მიმართ (1 ტიმ. 5:4, 8).

      • თანამორწმუნის მიმართ, რომელსაც მეუღლე ჰყავს დაღუპული (1 ტიმ. 5:9).

      • თქვენი კრების მძიმედ მშრომელი უხუცესების მიმართ (1 თეს. 5:12, 13; 1 ტიმ. 5:17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება