საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ის, რასაც ვერაფერს აკლებს სტიქია
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
    • როდესაც იქ ყველაფერს მორჩნენ, მეზობლების დახმარება დაიწყეს. დარბაზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე რესტორნის მფლობელმა შვებით ამოისუნთქა, როცა მოწმეებმა შენობის სარდაფი და პირველი სართული ქვა-ღორღისა და ტალახისაგან გაწმინდეს.

  • ის, რასაც ვერაფერს აკლებს სტიქია
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
    • იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი ფრანკი და ელფრიდე წყალდიდობამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, მეზობლებთან ერთად ქვიშით ავსებდნენ ტომრებს და მდინარის სანაპიროზე აწყობდნენ, წყალს რომ არ გადმოეხეთქა. როდესაც წყლის დონემ დაიწია, ფრანკი და ელფრიდე დაზარალებულების მოსანახულებლად მიდიოდნენ; მათთან საჭმელი მიჰქონდათ და ანუგეშებდნენ. ფრანკი იხსენებს: „ერთი მანდილოსანი, რომელსაც მე და ჩემი ცოლი ვეწვიეთ, ვერ იჯერებდა, რომ უცხო ადამიანებმა მას საჭმელი მოუტანეს და გასამრჯელოდ არაფერს ითხოვდნენ. მან გვითხრა, რომ მისი ეკლესიიდან არავის მოუკითხებია და ორგანიზაცია, რომელსაც მისთვის საჭმელი მოჰქონდა, ყოველთვის ფულს ახდევინებდა. ხალხი გაკვირვებული უყურებდა იეჰოვას მოწმეებს, რომლებსაც ბიბლიური ლიტერატურის ნაცვლად ცხელ-ცხელი საჭმელები დაჰქონდათ“.

  • ის, რასაც ვერაფერს აკლებს სტიქია
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
    • დახმარება მათაც აღმოუჩინეს, ვინც არ იყო იეჰოვას მოწმე. მაგალითად, ერთი ქალი აღფრთოვანდა, როცა დილის რვის ნახევარზე იეჰოვას მოწმემ მიაკითხა და დახმარება შესთავაზა. ქალი იძულებული იყო, იქაურობას გასცლოდა, რადგან სახლი ნელ-ნელა იტბორებოდა. როდესაც უკან დაბრუნდა, ეზოს ჭიშკარზე მოწმეების მიერ დატოვებული მოკლე წერილი დახვდა: „თუ დახმარება დაგჭირდებათ, მაშინვე შეგვატყობინეთ“. იეჰოვას მოწმეები მას სახლის ტალახისა და ნაგვისგან გასუფთავებაში დაეხმარნენ.

      ქალაქ აუში იეჰოვას მოწმეების 100 კაციანი ჯგუფი ჩავიდა, რათა ადგილობრივ მოწმეებსა და მათ მეზობლებს მიხმარებოდნენ. ჯგუფის ზედამხედველები კარდაკარ დადიოდნენ და მობინადრეებს ეკითხებოდნენ, დახმარებას თუ საჭიროებდნენ. ხალხს აოცებდა იმის დანახვა, რომ იეჰოვას მოწმეებს თან წყლის საქაჩავი ტუმბოები, გრძელტარიანი ცოცხები და ნიჩბები წამოეღოთ. სამუშაო, რომლის შესასრულებლადაც ადგილობრივ მოსახლეობას ერთი კვირა დასჭირდებოდა, სულ რამდენიმე საათში დასრულდა. ხალხი ცრემლმორეული უყურებდა მოხალისეების საქმიანობას.

  • ის, რასაც ვერაფერს აკლებს სტიქია
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აგვისტო 8
    • ერთმა ქალმა თქვა: „ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი ეკლესიის წევრებიც რომ ისევე დახმარებოდნენ ხალხს, როგორც თქვენ, იეჰოვას მოწმეები“. სხვა ქალმა კი, რომელიც მოწმეებმა გადაარჩინეს, თქვა: „ცოცხლები რომ ვართ, იეჰოვას მოწმეებს უნდა ვუმადლოდეთ. როდესაც ჩვენი სახლი წყლით იყო დაფარული, მათ სიყვარული გამოავლინეს და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, ჩვენ რომ გადავერჩინეთ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება