-
ქრისტიანობის გამოვლენა არეულობის დროსსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 იანვარი
-
-
მაგრამ ევროპელმა ძმებმა ჩამოიტანეს ფული, რითაც ვიყიდეთ საკვები, რომელიც ასე დეფიციტური და ძალიან ძვირი იყო. საკვები დროულად ჩამოგვიტანეს, რადგან მრავალს უკვე არაფერი ჰქონდა საჭმელად. საკვები მივეცით როგორც მოწმეებს, ისე სხვებსაც. ეს დახმარება ზუსტად იმ დროს რომ არ მიგვეღო, ბევრი დაიღუპებოდა, განსაკუთრებით კი — ბავშვები. იეჰოვამ გადაარჩინა თავისი ხალხი. ამან სხვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრი ლაპარაკობდა ჩვენს ერთიანობასა და სიყვარულზე. ზოგი მიხვდა, რომ ჩვენი რელიგია ჭეშმარიტი იყო“.
-
-
ქრისტიანობის გამოვლენა არეულობის დროსსაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 იანვარი
-
-
დახმარება სხვებისთვისაც
ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისთვის არ მიუციათ. ისევე როგორც 1994 წელს, ახლაც მრავალმა მიიღო ის. ეს შეესაბამება გალატელთა 6:10-ში (აფ) ჩაწერილ სიტყვებს, სადაც ნათქვამია: „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“.
მოწმეებმა წამლები და ტანსაცმელი დაწყებითი განათლების რამდენიმე სკოლასა და გომას მახლობლად ობოლთა თავშესაფარს გაუნაწილეს. ამ თავშესაფარში 85 ბავშვია. ადრე, მდგომარეობის შეფასების მიზნით, დახმარების აღმომჩენი ჯგუფი თავშესაფარს ეწვია და დაჰპირდა, რომ 50 ყუთ ცილების დიდი რაოდენობით შემცველ მშრალ ნამცხვრებსა და ტანსაცმლის ყუთებს, აგრეთვე 100 საბანს, წამლებსა და სათამაშოებს მოუტანდნენ. ბავშვები ეზოში ჩამწკრივდნენ და სიმღერით შეხვდნენ სტუმრებს. შემდეგ კი განსაკუთრებული თხოვნით მიმართეს: თუ შესაძლებელი იყო, მოეტანათ მათთვის ფეხბურთის სათამაშო ბურთი.
რამდენიმე კვირის შემდეგ დახმარების აღმომჩენმა ჯგუფმა თავისი დანაპირები შეასრულა და ობოლთა თავშესაფარს დახმარება აღმოუჩინა. გამოვლენილი გულუხვობითა და ბიბლიურ ლიტერატურაში წაკითხულით აღფრთოვანებულმა თავშესაფრის დირექტორმა თქვა, რომ ის მზად იყო, გამხდარიყო იეჰოვას მოწმე. რაც შეეხება ბავშვებს, მოუტანეს მათ ბურთი? „არა — თქვა კლოდმა, საფრანგეთის დახმარების ჯგუფის კოორდინატორმა. — ჩვენ მათ ორი ბურთი მოვუტანეთ“.
-