საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის სამეფო მოსპობს თავის მტრებს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • დიდი გასაჭირის დაწყება

      5. რით დაიწყება „დიდი გასაჭირი“?

      5 შეტევა რელიგიაზე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პავლეს წინასწარმეტყველება: „როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება“. როგორც ელვას მოჰყვება ქუხილი, ისე მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ განაცხადს მოჰყვება „მოულოდნელი განადგურება“. ისმის კითხვა: რა უნდა განადგურდეს? პირველ რიგში, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი „დიდი ბაბილონი“, ეგრეთ წოდებული მეძავი (გამოცხ. 17:5, 6, 15). ქრისტიანული სამყაროსა და სხვა ცრურელიგიური ორგანიზაციების განადგურება „დიდი გასაჭირის“ პირველ ეტაპზე მოხდება (მათ. 24:21; 2 თეს. 2:8). ბევრისთვის ეს მოვლენა მოულოდნელი იქნება. რატომ? „მეძავს“ ბოლო წუთამდე ეგონება, რომ დედოფლად ზის და გლოვას არასოდეს იხილავს, მაგრამ მალე მიხვდება, რომ თავი ნაადრევად დაიარხეინა. მისი მზე მოულოდნელად, „ერთ დღეში“ ჩაესვენება (გამოცხ. 18:7, 8).

      6. ვინ განახორციელებს შეტევას „დიდ ბაბილონზე“?

      6 ვინ განახორციელებს შეტევას „დიდ ბაბილონზე“? ეს იქნება „ათრქიანი ალისფერი მხეცი“. წიგნი „გამოცხადება“ იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ ეს მხეცი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა (გაერო). ათი რქა განასახიერებს ამჟამინდელ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მხარს უჭერენ ალისფერ მხეცს (გამოცხ. 17:3, 5, 11, 12). რამდენად ძლიერი იქნება მხეცის თავდასხმა? გაეროს წევრი ქვეყნები დაიტაცებენ „მეძავის“ ქონებას, „მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ (წაიკითხეთ გამოცხადების 17:16).a

      7. როგორ შესრულდა მათეს 24:21, 22-ში ჩაწერილი იესოს წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში და როგორ შესრულდება ის მომავალში?

      7 იმ დღეების შემოკლება. ჩვენმა მეფემ გაგვიმხილა, რა მოხდება დიდი გასაჭირის პირველ ეტაპზე. მან თქვა: „რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები“ (წაიკითხეთ მათეს 24:21, 22). ეს წინასწარმეტყველება მცირე მასშტაბით ახ. წ. 66 წელს შესრულდა, როცა იეჰოვამ იერუსალიმზე რომაელთა თავდასხმის დრო შეამოკლა (მარ. 13:20). ამან იერუსალიმსა და იუდეაში მყოფ ქრისტიანებს გადარჩენის შანსი მისცა. როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით დიდი გასაჭირის დროს? ჩვენი მეფის მეშვეობით იეჰოვა „შეამოკლებს“ გაერთიანებული ერების თავდასხმას რელიგიაზე, რათა ცრუ რელიგიასთან ერთად ჭეშმარიტი რელიგიაც არ განადგურდეს. ასე რომ, ყველა ცრურელიგიური ორგანიზაცია განადგურდება, ჭეშმარიტი რელიგია კი — არა (ფსალმ. 96:5).

  • ღვთის სამეფო მოსპობს თავის მტრებს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • a გონივრულია დავასკვნათ, რომ „დიდი ბაბილონის“ განადგურება გულისხმობს რელიგიური ორგანიზაციების და არა ზოგადად მორწმუნეთა მასობრივ განადგურებას. ასე რომ, „დიდი ბაბილონის“, ცრუ რელიგიების მიმდევართა უმეტესობა მისი განადგურების დროს გადარჩება. ისინი, როგორც ჩანს, საჯაროდ უარყოფენ რელიგიასთან რაიმე კავშირს, რაზეც ზაქარიას 13:4—6 მიანიშნებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება