საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „უძლეველი არმადის“ ტრაგიკული აღსასრული
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • „უძლეველი არმადის“ ტრაგიკული აღსასრული

      „გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

      ოთხასი წლის წინ ლა-მანშის სრუტეში ორი ფლოტი ებრძოდა ერთმანეთს. ეს იყო პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის XVI საუკუნეში გამართული ბრძოლებიდან ერთ-ერთი, რომელშიც ჩაბმული იყვნენ ესპანეთის მეფე ფილიპე II და ინგლისის დედოფალი ელისაბედ I. „ხალხის აზრით, ლა-მანშის სრუტეში ინგლისისა და ესპანეთის ფლოტების დაპირისპირება ბნელ და ნათელ ძალებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო“, — ნათქვამია წიგნში „უძლეველი არმადის დამარცხება“.

  • „უძლეველი არმადის“ ტრაგიკული აღსასრული
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აგვისტო
    • გალაშქრების მიზეზი

      ინგლისელი მეკობრეები წლების მანძილზე ესპანეთის გემებს ძარცვავდნენ. ინგლისის დედოფალი ელისაბედი აქტიურად უჭერდა მხარს ჰოლანდიელთა აჯანყებას ესპანეთის წინააღმდეგ. კათოლიკე ფილიპე II კი თავს ვალდებულად თვლიდა, დახმარებოდა ინგლისელ კათოლიკებს, რომ თავიანთი ქვეყანა მზარდი პროტესტანტული „ერესისგან“ გაეთავისუფლებინათ. ამ მიზნით არმადას ჰყავდა დაახლოებით 180 მღვდელი და სასულიერო პირი. ფლოტის თითოეულ ახალ წევრს მღვდელთან ცოდვები უნდა ეღიარებინა და ზიარება მიეღო.

      ესპანეთში რელიგიურ განწყობას ქმნიდა და მეფეზე გავლენას ახდენდა ცნობილი იეზუიტი პედრო დი რიბადენეირა. ის ამბობდა: „უფალი ღმერთი, ვის მიზანსაც ვემსახურებით და ვის უწმინდეს რწმენასაც ვიცავთ, ჩვენ წაგვიძღვება. ასეთი მეთაურის გვერდით არაფრის არ უნდა გვეშინოდეს“. ამავე დროს, ინგლისიც იმედოვნებდა, რომ ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში პროტესტანტიზმი მთელ ევროპაში გავრცელდებოდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება