-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
„უფლის მორჩი“
5, 6. ა) როგორ აღწერს ესაია მშვიდობიან პერიოდს, რომელიც კარს მომდგარი უბედურების შემდეგ დადგება? ბ) რას ნიშნავს სიტყვა „მორჩი“ და რას გამოხატავს ის იუდასთან დაკავშირებით?
5 ესაია ახლა ტონს არბილებს და იმ მშვიდობიანი პერიოდის შესახებ იწყებს წინასწარმეტყველებას, რომელიც კარს მომდგარი ქარტეხილის შემდეგ დადგება: „იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის“ (ესაია 4:2).
6 ესაია აღორძინების შესახებ ლაპარაკობს. ებრაული არსებითი სახელი, რომელიც აქ „მორჩად“ არის ნათარგმნი, „აღმონაცენს“, „ყლორტს“ ან „ტოტს“ ნიშნავს. ის აყვავებასთან, ზრდასა და იეჰოვას კურთხევებთან არის დაკავშირებული. ამგვარად, ესაიას სიტყვები იმედის მომცემია, რომ მოახლოებული აოხრების პერიოდი მარადიულად არ გაგრძელდება. ერთ დროს იუდას ბარაქიანი მიწა-წყალი, იეჰოვას კურთხევით, ხალხს კვლავ უხვად მისცემს ნაყოფს (ლევიანნი 26:3—5)a.
7. როგორ იქცევა იეჰოვას მორჩი „მშვენებად და პატივად“?
7 ესაია მხატვრულად აღწერს მომავალ დიდებულ აღორძინებას. იეჰოვას მორჩი „მშვენებად და პატივად“ იქცევა. სიტყვა „მშვენება“ იმ მშვენიერებას გვახსენებს, რომლითაც იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის მიცემული აღთქმული ქვეყანა გამოირჩეოდა საუკუნეების წინათ. ის ისეთი ლამაზი იყო, რომ «ყოველი ქვეყნის მშვენებას [„სამკაულს“, „ახალი ამერიკული ბიბლია“]» უწოდებდნენ (ეზეკიელი 20:6). ამგვარად, ესაიას სიტყვები ხალხს არწმუნებს, რომ იუდას მიწა-წყალს ძველი დიდება და სილამაზე დაუბრუნდება. ის ნამდვილად მთელი დედამიწის გვირგვინად იქცევა.
8. ვინ გაიხარებს განახლებული ქვეყნის მშვენიერებით და, ესაიას სიტყვების თანახმად, რა გრძნობა დაეუფლებათ მათ?
8 ვინ გაიხარებს განახლებული ქვეყნის მშვენიერებით? „ისრაელის ნატამალი“, — გვპასუხობს ესაია. დიახ, ზოგი გადაიტანს ნაწინასწარმეტყველები დამამცირებელი აოხრების პერიოდს (ესაია 3:25, 26). გადარჩენილები იუდაში დაბრუნდებიან და მონაწილეობას მიიღებენ მის აღდგენაში. დაბრუნებულთათვის ანუ „ნატამალისთვის“ აღორძინებული მიწა-წყლის ბარაქა „ღირსებად და დიდებად“ იქცევა (ესაია 4:2). დამამცირებელი აოხრების შემდეგ მათ საკუთარი ღირსების გრძნობა დაუბრუნდებათ.
9. ა) როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება ძვ. წ. 537 წელს? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნატამალში“ ტყვეობაში დაბადებულებიც შედიოდნენ? (იხილეთ სქოლიო).
9 ესაიას წინასწარმეტყველება შესრულდა — რისხვის ქარტეხილი ძვ. წ. 607 წელს დაატყდა ქვეყანას, როდესაც ბაბილონელებმა იერუსალიმი დაარბიეს და მრავალი ისრაელი გაწყვიტეს. გადარჩენილები ბაბილონის ტყვეობაში მოხვდნენ, მაგრამ ვერავინ გადარჩებოდა ცოცხალი, იეჰოვას რომ არ გამოევლინა მოწყალება (ნეემია 9:31). ბოლოს იუდა მთლიანად გაუკაცრიელდა (მეორე ნეშტთა 36:17—21). მოგვიანებით, ძვ. წ. 537 წელს, მოწყალე ღმერთმა „ნატამალი“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად იუდაში დააბრუნა (პირველი ეზრა 1:1—4; 2:1)b. გადასახლებიდან დაბრუნებულთა გულწრფელი მონანიება შესანიშნავად არის აღწერილი 136-ე ფსალმუნში, რომელიც ტყვეობის პერიოდში ან ოდნავ მოგვიანებით დაიწერა. კვლავ დამუშავდა მიწა და დაითესა თესლი იუდაში. წარმოიდგინეთ რას გრძნობდნენ იუდაელები, როდესაც ხედავდნენ იეჰოვას კურთხევით აყვავებულ და „ედემის ბაღად“ ქცეულ ქვეყანას (ეზეკიელი 36:34—36).
-
-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
b „ნატამალში“ ტყვეობაში დაბადებულებიც შედიოდნენ. ისინიც გადარჩენილებად შეიძლებოდა ჩათვლილიყვნენ, რადგან ვერ დაიბადებოდნენ, მათი წინაპრები რომ არ გადარჩენოდნენ სიკვდილს (პირველი ეზრა 9:13—15; შეადარეთ ებრაელთა 7:9, 10).
-