-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
15. რა დაბადებაა ნაწინასწარმეტყველები და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 537 წელს?
15 ეს აღორძინება სათანადოდ არის აღწერილი ესაიას წინასწარმეტყველების შემდეგ მუხლებში: „ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა. ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები?“ (ესაია 66:7, 8).
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
16. რა არის წარმოდგენილი სიონით ესაიას 66:7, 8-ის თანამედროვე შესრულებისას და როგორ დაიბადნენ მეორედ მისი შვილები?
16 თანამედროვე შესრულებისას სიონით იეჰოვას ზეციერი „დედაკაცი“, სულიერი არსებებისგან შემდგარი ზეციერი ორგანიზაციაა, წარმოდგენილი. 1919 წელს ამ „დედაკაცმა“ გაიხარა თავისი ცხებული ძეების დედამიწაზე ორგანიზებულ „ხალხად“, ერად, დაბადებით. ეს მეორედ დაბადება სწრაფი და მოულოდნელი იყოc. ცხებულთა უსიცოცხლო და უმოქმედო ჯგუფი მხოლოდ რამდენიმე თვეში თავიანთ სულიერ „მიწაზე“ — ღვთისგან ბოძებული სულიერი მოღვაწეობის სფეროში — გამოცოცხლდა და გააქტიურდა (გამოცხადება 11:8—12). 1919 წლის შემოდგომაზე მათ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ თანდართული ახალი ჟურნალის გამოცემის შესახებაც განაცხადეს. ამ ახალმა პუბლიკაციამ, ჟურნალმა „ოქროს ხანამ“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“), აშკარად დაადასტურა, რომ ღვთის ხალხი კვლავ გამოცოცხლებული და ორგანიზებული იყო მსახურებისთვის.
17. როგორ არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს, რომ ხელს ვერაფერი შეუშლის სულიერ ისრაელთან დაკავშირებული მისი განზრახვის განხორციელებას?
17 სამყაროში არსებული ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ხელს ამ მეორედ დაბადებას. შემდეგი მუხლი შთამბეჭდავად აღწერს ამას: „მე ვარ გამღები საშოსი და როგორ არ ვაშობიებ? ამბობს უფალი. როგორ ჩავკეტავ, როცა მე ვარ მამშობიერებელი? ამბობს შენი ღმერთი“ (ესაია 66:9). როგორც მშობიარობაა გარდაუვალი, როდესაც პროცესი დაწყებულია, ისე სულიერი ისრაელის მეორედ შობაა გარდაუვალი პროცესის დაწყების შემდეგ. ცხადია, წინააღმდეგობა წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება უფრო დიდი წინააღმდეგობა. მაგრამ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია თავისი დაწყებული საქმის შეჩერება; ის კი არასდროს აკეთებს ამას! როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის გამოცოცხლებულ ხალხს?
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
c აქ აღწერილი დაბადება განსხვავდება გამოცხადების 12:1, 2, 5-ში აღწერილი დაბადებისგან. გამოცხადების ამ თავში „ძით“ ანუ „ვაჟით“ წარმოდგენილია მესიანური სამეფო, რომელიც 1914 წელს ამოქმედდა. „დედაკაცი“ კი ორივე წინასწარმეტყველებაში ერთი და იგივეა.
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
იეჰოვას სათუთი მზრუნველობა
18, 19. ა) რა შთამბეჭდავი მაგალითი მოჰყავს იეჰოვას და როგორ ეხება ეს ტყვეობაში მყოფ ხალხს? ბ) რა სარგებლობას იღებს ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ღვთის მიერ სიყვარულით მოწოდებული საზრდოთი და მისი მზრუნველობით?
18 მომდევნო ოთხ მუხლში შთამბეჭდავად არის აღწერილი იეჰოვას სათუთი მზრუნველობა. ესაია ამბობს: „იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე! რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით“ (ესაია 66:10, 11). იეჰოვას აქ ჩვილ ბავშვზე მზრუნველი ქალის მაგალითი მოჰყავს. როცა პატარას შიმშილი აწუხებს, შეუჩერებლად ტირის. დედის მკერდთან მიახლოებისას კი წუხილი სიხარულითა და კმაყოფილებით ეცვლება.
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
19 სულიერი ისრაელიც უხვი სულიერი საზრდოთი იქნა კურთხეული 1919 წელს აღორძინების შემდეგ. იმ დროიდან მოყოლებული, „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით რეგულარულად ნაწილდება სულიერი საზრდო (მათე 24:45—47). ეს ნამდვილად ცხებულთა დარჩენილი ნაწილის ნუგეშისა და სიხარულის დროა. მაგრამ ღვთის ხალხი სხვა მხრივაც არის კურთხეული.
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
20. როგორ იქნა იერუსალიმი კურთხეული „ხალხთა დოვლათით“ ძველად და ჩვენს დროში?
20 წინასწარმეტყველება გრძელდება: „რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები“ (ესაია 66:12). აქ მზრუნველობის სურათი უხვი კურთხევების — „მდინარისა“ და „მოვარდნილი ნიაღვრის“ — სურათთან არის შერწყმული.
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
მაგრამ ეს წინასწარმეტყველება უფრო დიდებულად სრულდება ჩვენს დროში, როდესაც „უამრავი ხალხი... ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ — კაცობრიობის ნამდვილი დოვლათი — სულიერ იუდაელთა დარჩენილი ნაწილისკენ მიედინება (გამოცხადება 7:9; ზაქარია 8:23).
-
-
იეჰოვა აკურთხებს წმინდა თაყვანისმცემლობასესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
23. აღწერეთ სამშობლოში დაბრუნებული ხალხის ბედნიერება.
23 იეჰოვა მოქმედებით ავლენს თავის სიყვარულს. ის განაგრძობს: „დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი — მის მტრებს“ (ესაია 66:14). ებრაული ენის გრამატიკოსის სიტყვების თანახმად, ფრაზაში, რომელიც აქ ნათარგმნია სიტყვით „დაინახავთ“, ნაგულისხმებია, რომ საითაც გაიხედავენ სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები, „ყველგან სიხარული დახვდებათ“. ისინი ნამდვილად მოილხენენ და უსაზღვროდ გაიხარებენ საყვარელ სამშობლოში დაბრუნებით. თავს გაახალგაზრდავებულად იგრძნობენ, თითქოს ძვლები კვლავ განუმტკიცდებათ და გაუმაგრდებათ ისევე, როგორც ჯეჯილი მაგრდება გაზაფხულზე. ყველას ეცოდინება, რომ ასეთი კურთხეული მდგომარეობა ადამიანის მცდელობის ნაყოფი კი არა, „უფლის ხელის“ წყალობა იქნება.
24. ა) რა დასკვნა გამოგაქვთ იეჰოვას ხალხთან დაკავშირებულ თანამედროვე მოვლენებზე დაკვირვებიდან გამომდინარე? ბ) რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?
24 ხედავთ თუ არა, რომ იეჰოვას ხელი დღესაც მოქმედებს თავის ხალხში? ალბათ, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა წმინდა თაყვანისმცემლობის აღორძინებას. ვერც ერთი ადამიანი ვერ აღძრავდა სხვადასხვა ერის მილიონობით წარმომადგენელს, ძვირფას ხალხს, ცხებულთა დარჩენილ ნაწილს შეერთებოდნენ მათ სულიერ მიწაზე. მხოლოდ იეჰოვას შესწევს ამის ძალა. იეჰოვას სიყვარულის ამგვარი გამოვლინება ნამდვილად უდიდესი სიხარულის მიზეზს გვაძლევს. მოდი ყოველთვის დავაფასოთ მისი სიყვარული და ყოველთვის ‘მისი სიტყვის მოშიშნი’ ვიყოთ. დაე ვიცხოვროთ ბიბლიური პრინციპების მიხედვით და იეჰოვას სიხარულით ვემსახუროთ.
-