-
„აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
-
-
16, 17. ა) რა მოვლენას მოიხსენიებს იესო თავისი იგავის დასასრულს? ბ) საიდან ვიცით, რომ ეს მოვლენა მომავალში შესრულდება?
16 მეხუთე: გაანათებენ. იესო თავის წინასწარმეტყველებას ასე ამთავრებს: „იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ“ (მათ. 13:43). როდის და სად მოხდება ეს? ეს სიტყვები მომავალს ეხება. იესოს ეს წინასწარმეტყველება დღეს არ სრულდება დედამიწაზე, ის მომავალში ზეცაში შესრულდება.f რატომ ვფიქრობთ ასე? განვიხილოთ ორი მიზეზი.
17 თავდაპირველად, გავიგოთ, როდის მოხდება ეს. იესომ თქვა: „იმ დროს მართალნი ... გაანათებენ“. სიტყვები „იმ დროს“ იესომ მოაყოლა იმ აზრს, რომელიც ეხებოდა სარეველას გავარვარებულ ღუმელში ჩაყრას. აქედან აშკარად ჩანს, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. „ღუმელში ჩაყრა“ დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპის განმავლობაში მოხდება. შესაბამისად, ცხებულებიც ამ დროს „გაანათებენ“. ახლა ვნახოთ, სად შესრულდება ეს წინასწარმეტყველება? იესომ თქვა, რომ მართლები სამეფოში გაანათებენ. რას ნიშნავს ეს? დიდი გასაჭირის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ერთგულ ცხებულ ქრისტიანს საბოლოოდ დაესმება ბეჭედი. შემდეგ, დიდ გასაჭირთან დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, მათ ზეცაში შეკრებენ (მათ. 24:31). იქ, „თავიანთი მამის სამეფოში“, ცხებული ქრისტიანები „გაანათებენ“ და არმაგედონის შემდეგ მალევე შეასრულებენ პატარძლის ღირსეულ როლს „კრავის ქორწილში“ (გამოცხ. 19:6—9).
-
-
„აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
-
-
f მე-16 აბზაცი. დანიელის 12:3-ში წერია, რომ „სივრცეში მოფენილი სინათლესავით გაანათებენ წვდომის უნარიანნი [ცხებული ქრისტიანები]“. დედამიწაზე ყოფნის დროს ისინი ამას ქადაგების საქმეში მონაწილეობით აკეთებენ. თუმცა მათეს 13:43 ყურადღებას ამახვილებს იმ დროზე, როცა ისინი ზეციერ სამეფოში გაანათებენ. ადრე გვეგონა, რომ ორივე მუხლი დაკავშირებული იყო ერთსა და იმავე საქმიანობასთან, ქადაგებასთან.
-