-
ერთი სამწყსო და ერთი მწყემსისაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
-
-
10, 11. ა) იესოს რომელი სიტყვების შესრულება გვიძლიერებს რწმენას? ბ) რა კითხვა წამოიჭრება სხვა ცხვართან დაკავშირებით?
10 იესომ აგრეთვე მოიხსენია „სხვა ცხვარი“. ეს ცხვარი არ იქნებოდა იმ „ფარეხში“, რომელშიც მისი სულითცხებული მიმდევრებისგან შემდგარი „მცირე სამწყსო“ (იოან. 10:16; ლუკ. 12:32). მაგრამ იესომ თქვა: „ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“. ნამდვილად რწმენის განმამტკიცებელია ამ წინასწარმეტყველების შესრულების დანახვა. გაერთიანდა ორი ჯგუფი — ცხებულების პატარა ჯგუფი და სხვა ცხვრისგან შემდგარი უამრავი ხალხი (წაიკითხეთ ზაქარიას 8:23). მართალია სხვა ცხვრები სულიერი ტაძრის შიდა ეზოში არ მსახურობენ, მაგრამ ისინი ტაძრის გარეთა ეზოში მსახურობენ.
-
-
ერთი სამწყსო და ერთი მწყემსისაგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
-
-
„ისინი გახდებიან ჩემი ხალხი“
17, 18. როგორ შესრულდა ეზეკიელის 37:26, 27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
17 იეჰოვამ თავისი ხალხის ერთიანობა ასე იწინასწარმეტყველა: „მშვიდობის შეთანხმებას დავუდებ მათ, მარადიული შეთანხმება იქნება ის. მივცემ მათ თავიანთ მიწას და გავამრავლებ მათ; სამარადისოდ მათ შორის დავდგამ ჩემს საწმინდარს. ჩემი კარავი იქნება მათზე; მე მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“ (ეზეკ. 37:26, 27).
18 ეს არაჩვეულებრივი დაპირება მშვიდობის შეთანხმების შესახებ ღვთის ხალხიდან ყველას ეხება. იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ მის მორჩილ მსახურებს მშვიდობა ჰქონოდათ. აშკარაა, რომ ღვთის ხალხი სულის ნაყოფს ავლენს. „საწმინდარი“, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანულ თაყვანისმცემლობას განასახიერებს, მათ შორისაა. ისინი ნამდვილად ღვთის ხალხი არიან, რადგან უარი თქვეს ყველანაირ კერპთაყვანისმცემლობაზე და თაყვანს მხოლოდ ერთადერთ ღმერთს, იეჰოვას სცემენ.
19, 20. კიდევ ვის უწოდებს იეჰოვა თავის ხალხს და რის საშუალებას იძლევა ახალი შეთანხმება?
19 გვიხარია, რომ თავად გავხდით ჩვენს დროში ამ ორი ჯგუფის გაერთიანების მოწმენი. მართალია, უამრავ ხალხს, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება, ზეცაში ცხოვრების იმედი არა აქვს, მაგრამ მათ ეამაყებათ ცხებულებთან თანამშრომლობა. ისინი შეუერთდნენ ღვთის ისრაელს, ამიტომ იეჰოვა მათაც თავის ხალხს უწოდებს. მათზე სრულდება შემდეგი წინასწარმეტყველება: „იმ დღეს მრავალი ხალხი შეუერთდება იეჰოვას და ისინი გახდებიან ჩემი ხალხი, და დავმკვიდრდები შენთან“ (ზაქ. 2:11; 8:21; წაიკითხეთ ესაიას 65:22; გამოცხადების 21:3, 4 ).
20 იეჰოვამ ეს ყველაფერი ახალი შეთანხმების მეშვეობით განახორციელა. სულიერი გაგებით მილიონობით „უცხოელი“ იეჰოვას რჩეული ერის ნაწილი ხდება (მიქ. 4:1—5). ისინი მზად არიან, დაემორჩილონ ღვთის მოთხოვნებს და ამგვარად ჩაეჭიდონ ახალ შეთანხმებას (ეს. 56:6, 7). ასე რომ, ღვთის ისრაელთან ერთად ისინი კურთხეულნი არიან დიდი მშვიდობით. დაე, თქვენც ნუ მოგაკლდებათ ეს კურთხევა ახლაც და მარადიულად!
-