საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გულმოწყალების მაგალითი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • ნინეველებმა მოისმინეს იონას ცნობა. ეჭვგარეშეა, იონა ფიქრობდა, რომ ისინი მტრულად განეწყობოდნენ და მას სასტიკად გაუსწორდებოდნენ. მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. იონას სიტყვები სწრაფად გავრცელდა და ხალხმა ყურად იღო მისი ნათქვამი. მალე მთელი ქალაქი იონას წინასწარმეტყველებაზე ლაპარაკობდა. იონას წიგნში ვკითხულობთ: „ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი, მარხვა გამოაცხადეს და დიდიან-პატარიანად ჯვალო ჩაიცვა ყველამ“ (იონა 3:5). მდიდრებმა და ღარიბებმა, ძლიერებმა და სუსტებმა, ახალგაზრდებმა და მოხუცებმა — ყველამ ერთსულოვნად მოინანია. ამ ცნობამ მეფის ყურამდეც მიაღწია.

      ღვთის შიშმა მეფეც შეიპყრო. ტახტიდან ჩამოვიდა, გაიხადა თავისი სამეფო სამოსელი, მოიხვია ჯვალო, რომელიც მის ხალხს ეცვა, და „ნაცარში ჩაჯდა“. მან თავის დიდებულებთან ერთად გამოაცხადა, რომ დიდიან-პატარიანად ყველას ემარხულა და ჯვალო ეტარებინა კაცსაც და შინაურ ცხოველსაც.c მან თავმდაბლად აღიარა, რომ მისი ხალხი დამნაშავე იყო ბოროტებასა და ძალადობაში. მეფეს იმედი ჰქონდა, რომ მათი მონანიება ღმერთს გულს მოულბობდა და შეიწყალებდა მათ. ‘იქნებ ჭეშმარიტმა ღმერთმა აგვარიდოს თავისი მრისხანება, რომ არ დავიღუპოთ’, — ამბობდა ის (იონა 3:6—9).

      ზოგი კრიტიკოსის აზრით, ნინეველები ასე სწრაფად არ მოინანიებდნენ. მაგრამ ბიბლიის მკვლევარები თვლიან, რომ მათი ასეთი ცვლილება გამოწვეული იქნებოდა უძველესი კულტურის ხალხთა ცრურწმენითა და ცვალებადი ხასიათით. როგორც უნდა იყოს, მოგვიანებით იესო ქრისტემ ყურადღება გაამახვილა ნინეველების მონანიებაზე (მათე 12:41). მან კარგად იცოდა, რასაც ამბობდა, რადგან ზეცაში იყო მაშინ, როცა ნინევეში ეს მოვლენები მოხდა, და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა (იოანე 8:57, 58).

  • გულმოწყალების მაგალითი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
    • c შესაძლოა, ეს წვრილმანები უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძველად ასეთი გლოვა მიღებული იყო. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ ძველ სპარსეთში საყოველთაო გლოვაში შინაურ ცხოველებსაც რთავდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება