საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოველი დღე გამოიყენეთ იეჰოვას განსადიდებლად
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 იანვარი
    • ღვთის სიტყვაში ნათლად ჩანს, რა პასუხისმგებლობების შესრულებას მოელის იეჰოვა ჩვენგან (კან. 10:12, 13). ზოგი მათგანი ჩამოთვლილია 22-ე გვერდზე მოცემულ ჩარჩოში, „ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობები“. ყველა ეს დავალება მნიშვნელოვანია, რადგან ღმერთმა მოგვანდო. როგორ განვსაზღვროთ, მათგან რომელი უფრო მნიშვნელოვანია ან როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე პასუხისმგებლობის ტარება გვიწევს?

      ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ წმინდა მსახურებას, რომელშიც შედის ბიბლიის შესწავლა, ლოცვა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და მსახურება (მათ. 6:33; იოან. 4:34; 1 პეტ. 2:9). მაგრამ მთელი დღე სულიერი საქმეებით არ ვართ დაკავებული. სამუშაო, სკოლა და საოჯახო საქმეებიც ჩვენი დღის განრიგის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამუშაომ და სხვა საქმიანობამ ხელი არ შეგვიშალოს წმინდა მსახურების შესრულებაში, მაგალითად, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაში. შვებულება ისე უნდა დავგეგმოთ, რომ სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სპეციალური ერთდღიანი, სარაიონო ან საოლქო კონგრესი არ გაგვიცდეს. დროდადრო შეიძლება სხვადასხვა პასუხისმგებლობების შეთავსების შესაძლებლობა მოგეცეთ. მაგალითად, შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა დაალაგოთ სამეფო დარბაზი ან სადილის დროს სამუშაოზე თუ სკოლაში თქვენს კოლეგას ან კლასელს უქადაგოთ. რა არჩევნის წინაშეც უნდა ვიდგეთ ცხოვრებაში, იქნება ეს სამუშაოს, განათლებისა თუ მეგობრების არჩევა, გვინდა, რომ ჩვენს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენდეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — იეჰოვასადმი, ჩვენი მოსიყვარულე მამისადმი თაყვანისცემა (ეკლ. 12:13).

  • ყოველი დღე გამოიყენეთ იეჰოვას განსადიდებლად
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 იანვარი
    • [ჩარჩო⁄სურათები 22 გვერდზე]

      ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობები

      • ილოცეთ გამუდმებით (რომ. 12:12).

      • იკითხეთ და შეისწავლეთ ბიბლია და ნასწავლი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენეთ (ფსალმ. 1:2; 1 ტიმ. 4:15).

      • თაყვანი ეცით იეჰოვას კრებაში (ფსალმ. 35:18; ებრ. 10:24, 25).

      • იზრუნეთ ოჯახის წევრების მატერიალურ, სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე (1 ტიმ. 5:8).

      • იქადაგეთ სასიხარულო ცნობა და მოამზადეთ მოწაფეები (მათ. 24:14; 28:19, 20).

      • იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, რაც ჯანსაღ დასვენებასაც გულისხმობს (მარ. 6:31; 2 კორ. 7:1; 1 ტიმ. 4:8, 16).

      • შეასრულეთ კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობები (საქ. 20:28; 1 ტიმ. 3:1).

      • მოუარეთ სახლსა და სამეფო დარბაზს (1 კორ. 10:32).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება