საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ერების სინათლე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 9. რა კეთილ ცნობას აცხადებს იეჰოვა?

      9 ნიშნავს თუ არა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურება იმას, რომ იეჰოვას აღარასოდეს ეყოლება მოწმეები დედამიწაზე? არა. უმწიკვლობის სამაგალითო დამცველები, მაგალითად, დანიელი და მისი სამი მეგობარი, ბაბილონში ტყვედ ყოფნის პერიოდშიც კი ემსახურებოდნენ იეჰოვას (დანიელი 1:6, 7). დიახ, იეჰოვას ერთგულ მოწმეთა ჯაჭვი არ გაწყდება, და 70 წლის ბოლოს ერთგული მამაკაცები და ქალები წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად ბაბილონიდან იუდაში დაბრუნდებიან. სწორედ ამას ეხება იეჰოვას შემდეგი სიტყვები: „დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვილდოსნებთან, თუბალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას“ (ესაია 66:19).

      10. ა) რა გაგებით შეასრულებენ ნიშნის როლს ბაბილონიდან გათავისუფლებული იუდაელები? ბ) ვინ ასრულებს ნიშნის როლს დღეს?

      10 ღვთის ერთგული მრავალი მამაკაცი და ქალი, რომლებიც იერუსალიმში ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდებიან, სასწაულებრივი დამადასტურებელი ნიშნის როლს შეასრულებენ, რომ იეჰოვამ იხსნა თავისი ხალხი. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც იუდაელი ტყვეები გათავისუფლდებოდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობას ააღორძინებდნენ იეჰოვას ტაძარში?

  • ერების სინათლე
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 11. ა) აღორძინების შემდეგ როგორ მიაღწევს იეჰოვას შესახებ ცნობა სხვადასხვა ერის წარმომადგენლებამდე? ბ) როგორ შესრულდა პირველად ზაქარიას 8:23?

      11 ძვ. წ. 537 წელს აღორძინების შემდეგ როგორ შეიცნობენ იეჰოვას იმ ერების წარმომადგენლები, რომლებსაც არ სმენიათ მის შესახებ ცნობა? აღსანიშნავია, რომ ყველა ერთგული იუდაელი არ დაბრუნდება იერუსალიმში ბაბილონის ტყვეობის დასრულების შემდეგ. ზოგი მათგანი, მაგალითად დანიელი, ბაბილონში დარჩება. სხვები დედამიწის ოთხივე კუთხის მიმართულებით გაიფანტებიან. ძვ. წ. V საუკუნისთვის იუდაელები მთელ სპარსეთის იმპერიას იყვნენ მოდებული (ესთერი 1:1; 3:8). ზოგი, უეჭველად, ესაუბრებოდა თავის წარმართ მეზობლებს იეჰოვას შესახებ, რადგან ამ ერებიდან ბევრი გახდა იუდაელი პროზელიტი. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი პროზელიტი იყო ეთიოპელი საჭურისიც, რომელსაც ქრისტიანმა მოწაფე ფილიპემ უქადაგა პირველ საუკუნეში (საქმეები 8:26—40). ამ ყოველივეთი პირველად შესრულდა ზაქარია წინასწარმეტყველის სიტყვები: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). დიახ, იეჰოვამ ნამდვილად სინათლე მისცა ერებს! (ფსალმუნი 42:3).

      „ძღვენი“ იეჰოვასთვის

      12, 13. რა გაგებით იქნებიან „ძმები“ იერუსალიმში მიყვანილი ძვ. წ. 537 წლიდან?

      12 აღდგენის შემდეგ იერუსალიმი, სადაც სამღვდელოება განაახლებს მსახურებას, წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იქნება სამშობლოდან გაფანტული იუდაელებისთვის. ბევრ მათგანს დიდი გზის გავლა მოუწევს იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასასწრებად. ღვთის მიერ აღძრული ესაია წერს: „წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად“ (ესაია 66:20, 21).

      13 ზოგი ‘ძმა ყოველი ხალხიდან’ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იმყოფებოდა, როდესაც სულიწმიდა გადავიდა იესოს მოწაფეებზე. ცნობაში ნათქვამია: „იერუსალიმში იმყოფებოდნენ იუდეველნი, ღვთის მოშიში ხალხი, ყველა იმ ერიდან, რომელნიც კი ცისქვეშეთში არიან“ (საქმეები 2:5). ისინი იერუსალიმში ღვთისთვის იუდეველთა წესით თაყვანსაცემად იმყოფებოდნენ, მაგრამ იესო ქრისტეს შესახებ კეთილი ცნობის მოსმენის შემდეგ მრავალმა მათგანმა ირწმუნა ის და მოინათლა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება