-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
a ესაიას 61:5, როგორც ჩანს, შესრულდა ძველ დროს, რადგან იუდაელებს თან ახლდნენ არაიუდაელნი, როცა ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეხმარებოდნენ ქვეყნის აღდგენაში (პირველი ეზრა 2:43—58).
-
-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
10. როგორ იმოქმედა ბაბილონიდან დაბრუნებულ იუდაელებზე იეჰოვას დიდებულმა საქმემ, რომელიც მათთვის მოიმოქმედა?
10 ბაბილონიდან დაბრუნებული იუდეველები მიხვდნენ, რომ იეჰოვამ მათი გულისთვის დიდებული საქმე მოიმოქმედა. მათი, როგორც ტყვეების, გლოვა სიხარულად და ქება-დიდებად გადაიქცა იმის გამო, რომ ისინი, საბოლოოდ, გათავისუფლდნენ. ამგვარად, ესაია ასრულებს თავის წინასწარმეტყველურ დავალებას, რომელიც გათვალისწინებულია «დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი — გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი — მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები — საუფლო ნერგი, რომ იდიდონ [„და მათ უნდა ეწოდოთ სიმართლის დიდი ხეები, იეჰოვას დანერგილნი, მის დასამშვენებლად“, აქ]» (ესაია 61:3).
-
-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
12, 13. ა) ვინ იყვნენ „სიმართლის დიდი ხეები“ ბაბილონიდან დაბრუნებულთა შორის ძვ. წ. 537 წელს? ბ) ვინ იყვნენ „სიმართლის დიდი ხეები“ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული?
12 იეჰოვას კურთხევა თავისი ხალხისთვის იმით გამოიხატება, რომ მათ „სიმართლის დიდ ხეებს“ აძლევს. ვინ არიან ეს დიდი ხეები? ძვ. წ. 537 წლიდან ეს ისინი იყვნენ, ვინც სწავლობდა და ფიქრდებოდა ღვთის სიტყვაზე და ცდილობდა შესაბამებოდა იეჰოვასთვის მოსაწონ სამართლიან ნორმებს (ფსალმუნი 1:1—3; ესაია 44:2—4; იერემია 17:7, 8). ისეთი მამაკაცები, როგორიცაა ეზრა, ანგია, ზაქარია და მღვდელმთავარი იესო, ის გამოჩენილი „დიდი ხეები“ იყვნენ, რომლებიც იცავდნენ ჭეშმარიტებას და იბრძოდნენ ერის სულიერად დაბინძურების წინააღმდეგ.
-
-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
14, 15. რა პროექტის განხორციელებას შეუდგნენ იეჰოვას გათავისუფლებული თაყვანისმცემლები ა) ძვ. წ. 537 წელს? ბ) ახ. წ. 33 წელს? გ) 1919 წელს?
14 ამ „ხეების“ საქმის აღწერისას ესაია განაგრძობს: „ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ“ (ესაია 61:4). სპარსეთის მეფე კიროსის ბრძანებით, ბაბილონიდან დაბრუნებულმა ერთგულმა იუდეველებმა აღადგინეს იერუსალიმი და მისი ტაძარი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული და გატიალებული იყო.
-
-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
იეჰოვამ ესაია შთააგონა, რომ გაეცხადებინა: «დადგებიან უცხონი და დამწყემსავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები [„უცხოელნი“, აქ] იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი» (ესაია 61:5).
-