საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • თავი ოცდამესამე

      „ახალი სახელი“

      ესაია 62:1—12

      1. რაში გვარწმუნებს ესაიას 62-ე თავი?

      დარწმუნება, ნუგეში, აღდგენის იმედი — აი, რა სჭირდებათ ბაბილონში მყოფ გულდამძიმებულ იუდაელებს. იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებიდან რამდენიმე ათწლეულია გასული. ბაბილონიდან დაახლოებით 800 კილომეტრის მოშორებით, იუდა გაუკაცრიელებულია; თითქოს დაივიწყა იეჰოვამ იუდაელები. რა გამოასწორებს მათ მდგომარეობას? დაპირებები იეჰოვასგან, რომ მათ ის სამშობლოში დააბრუნებს და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის ნებას მისცემს. მაშინ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „მიტოვებული“ და „უკაცრიელი“, ღვთის მოწონების გამომხატველი სიტყვებით შეიცვლება (ესაია 62:4; ზაქარია 2:12). ესაიას 62-ე თავში მრავლად არის ასეთი დაპირებები.

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 2. როგორ გამოხატავს იეჰოვა სიონის მიმართ კეთილგანწყობას?

      2 ბაბილონი ძვ. წ. 539 წელს ეცემა. ამის შემდეგ სპარსეთის მეფე კიროსი იძლევა ბრძანებას, რომელიც ღვთისმოშიშ იუდაელებს იერუსალიმში დაბრუნებისა და იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის აღდგენის საშუალებას აძლევს (პირველი ეზრა 1:2—4). ძვ. წ. 537 წელს იუდაელების ერთი ჯგუფი უკვე სამშობლოშია. იეჰოვა კიდევ ერთხელ ავლენს თავის კეთილგანწყობილებას იერუსალიმის მიმართ — წარმოთქვამს წინასწარმეტყველებას, რომელშიც თბილი გრძნობებია ჩაქსოვილი: „სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა“ (ესაია 62:1).

      3. ა) რატომ უარყოფს, საბოლოოდ, იეჰოვა მიწიერ სიონს და ვინ ცვლის მას? ბ) რა სახის განდგომა ხდება და როდის და რა პერიოდში ვცხოვრობთ დღეს?

      3 ძვ. წ. 537 წელს იეჰოვამ შეასრულა თავისი წინასწარმეტყველება სიონის, ანუ იერუსალიმის აღდგენასთან დაკავშირებით. მისმა მცხოვრებლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს იეჰოვასგან ხსნა და მათი სიმართლე ნათელივით გამოჩნდა.

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • იეჰოვას მიერ დარქმეული „ახალი სახელი“

      6. რა აქვს იეჰოვას გამიზნული სიონისთვის?

      6 რა აქვს იეჰოვას გამიზნული სიონისთვის — თავისი ზეციერი „დედაკაცისთვის“ — რომელიც ძველი იერუსალიმით იყო წარმოდგენილი? ის ამბობს: «დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს, [„დედაკაცო“, აქ], და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ» (ესაია 62:2). როცა ისრაელები სიმართლით მოქმედებენ, ისინი ხალხების ყურადღებას იქცევენ. მეფეებიც კი იძულებული ხდებიან, აღიარონ, რომ იეჰოვა იყენებს იერუსალიმს და იეჰოვას სამეფოსთან შედარებით ნებისმიერი მმართველობა უმნიშვნელოა (ესაია 49:23).

      7. რაზე მიუთითებს სიონის ახალი სახელი?

      7 სიონის მდგომარეობის შეცვლას იეჰოვა მისთვის ახალი სახელის დარქმევით ადასტურებს. ეს ახალი სახელი იმაზე მიუთითებს, რომ სიონის მიწიერი შვილები ძვ. წ. 537 წლიდან კურთხეული არიან და საპატიო მდგომარეობა უკავიათa. ეს ცხადყოფს, რომ იეჰოვა სიონს თავის საკუთრებად თვლის.

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 8. რა გვიჩვენებს, რომ იეჰოვა პატივისცემით ეპყრობა სიონს?

      8 ახალი სახელის დარქმევის შემდეგ იეჰოვა სიონს ჰპირდება: „იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში“ (ესაია 62:3). იეჰოვა აღაზევებს თავის სიმბოლურ ცოლს, ზეციერ სიონს, რათა მან ყველა აღტაცებაში მოიყვანოს (ფსალმუნი 47:3; 49:2). მშვენების შარავანდი და „სამეფო გვირგვინი“ მიუთითებს, რომ ის პატივითა და ძალაუფლებით არის შემოსილი (ზაქარია 9:16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება