საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • ‘იეჰოვასთვის სასურველი ხარ’

      9. აღწერეთ სიონის გარდაქმნა.

      9 ახალი სახელის დარქმევა ზეციერი სიონის სასურველ გარდაქმნასთან არის დაკავშირებული — სიონისა, რომლის წარმომადგენლებიც მისი მიწიერი შვილები არიან. «აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას — [„როგორც ცოლს“, აქ] დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას [„როგორც ცოლს“, აქ] პატრონი ეყოლება» (ესაია 62:4). მიწიერი სიონი თავისი განადგურების დღიდან — ძვ. წ. 607 წლიდან — გაუკაცრიელებულია. მაგრამ იეჰოვას ნათქვამი სიტყვები არწმუნებს სიონს, რომ აღდგება და მისი ქვეყანა კვლავ დასახლებული იქნება. ერთ დროს გაპარტახებული სიონი აღარასოდეს დაემსგავსება მიტოვებულ ქალს და მისი ქვეყანა აღარასოდეს გაუკაცრიელდება. ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმის აღდგენა სიონის ახალ მდგომარეობაზე მიუთითებს; ეს კი აბსოლუტურად განსხვავდება მაშინდელი მდგომარეობისგან, როცა გაპარტახებული იყო. იეჰოვა აცხადებს, რომ სიონს ეწოდება „ჩემი სასურველი“, ხოლო მის ქვეყანას — „ცოლივით დაპატრონებული“ (ესაია 54:1, 5, 6; 66:8; იერემია 23:5—8; 30:17; გალატელთა 4:27—31).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 11. რა გაგებით ეპატრონებიან იუდაელები თავიანთ დედას, როგორც ცოლს?

      11 იეჰოვა კვლავ ხაზს უსვამს თავისი ხალხის საპატიო მდგომარეობას და აცხადებს: «როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს [„როგორც თავის ცოლს“, აქ], ასე [„როგორც ცოლს“, აქ] დაგეპატრონებიან შენი შვილები [„ვაჟები“, აქ]; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი» (ესაია 62:5). როგორ დაეპატრონებიან იუდაელები — სიონის „ვაჟები“ — თავიანთ დედას, როგორც ცოლს? სიონის ვაჟები, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან ბრუნდებიან, ეპატრონებიან თავიანთ ძველ დედაქალაქს და კვლავ იქ სახლდებიან. ამ დროს სიონი უკაცრიელი კი აღარ არის, არამედ — ვაჟებით დასახლებული (იერემია 3:14).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „ნუ დაიდუმებთ“

      13, 14. ა) როგორ უზრუნველყოფდა იერუსალიმი თავის მცხოვრებლებს უსაფრთხოებით ძველ დროში? ბ) როგორ იქცა დღეს სიონი „სადიდებლად ქვეყანაზე“?

      13 იეჰოვას მიერ დარქმეული ახალი სახელი, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს, ღვთის ხალხს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი მათ აღიარებს და მათი პატრონია. ამჯერად, იეჰოვას სხვა მაგალითი მოჰყავს და თავის ხალხს გალავნიან ქალაქს ადარებს: „შენს გალავანზე, იერუსალიმო, დავაყენე ყარაულები; არასოდეს დადუმდებიან, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამახსენებელნო, ნუ დაიდუმებთ! ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე“ (ესაია 62:6, 7). იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს, ბაბილონიდან ერთგული იუდაელების დაბრუნების შემდეგ იერუსალიმი მართლაც ხდება „სადიდებლად ქვეყანაზე“ — გალავნიანი ქალაქი, რომელიც თავის მცხოვრებლებს უსაფრთხოებით უზრუნველყოფს. გალავანზე დაყენებული გუშაგები დღედაღამ ფხიზლობენ, რათა ქალაქის უსაფრთხოებაზე იზრუნონ და გამაფრთხილებელი ცნობები გადასცენ მის მკვიდრთ (ნეემია 6:15; 7:3; ესაია 52:8).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • ღვთისათვის მსახურება დაჯილდოვდება

      17, 18. ა) რა გაგებით უნდა მოელოდნენ სიონის მკვიდრნი, რომ საკუთარი შრომის ნაყოფით გაიხარებენ? ბ) როგორ ხარობს დღეს იეჰოვას ხალხი საკუთარი შრომის ნაყოფით?

      17 იეჰოვას მიერ დარქმეული ახალი სახელი არწმუნებს მის ხალხს, რომ მათი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის. „დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული! რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში“ (ესაია 62:8, 9). იეჰოვას მარჯვენა და ძლიერების მკლავი მისი სიძლიერის სიმბოლოა (მეორე რჯული 32:40; ეზეკიელი 20:5). იეჰოვას მიერ მარჯვენისა და მკლავის დაფიცება იმაზე მიუთითებს, რომ მას განზრახული აქვს სიონის მდგომარეობის შეცვლა. ძვ. წ. 607 წელს იეჰოვა ნებას აძლევს სიონის მტრებს, რომ გაძარცვონ ის და დაიტაცონ მისი ქონება (მეორე რჯული 28:33, 51). ახლა კი სიონის ქონებით მხოლოდ ის დატკბება, ვისაც აქვს ამის უფლება (მეორე რჯული 14:22—27).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 19, 20. ა) როგორ გასუფთავდა სავალი იუდაელების იერუსალიმში დასაბრუნებლად? ბ) როგორ სუფთავდება დღეს გზა იმისათვის, რომ თვინიერი ადამიანები იეჰოვას ორგანიზაციაში შევიდნენ?

      19 ამ ახალი სახელით იეჰოვას ორგანიზაცია მრავალ გულწრფელ ადამიანს იზიდავს. მრავალი იკრიბება მასში და კარი კვლავაც ღიაა. ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «შედით, შედით კარიბჭეებში, გაუმზადეთ [„გაუსუფთავეთ“, აქ] სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს!» (ესაია 62:10). პირველად ეს მოწოდება იერუსალიმში დაბრუნების მიზნით ბაბილონის სამეფო კარიბჭეებიდან გამოსვლას ეხებოდა. იერუსალიმში დაბრუნებულებს გზა ქვებისგან უნდა გაეწმინდათ, რათა მგზავრობა გაეადვილებინათ და გზა ეჩვენებინათ ხალხისთვის (ესაია 11:12).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 21, 22. რა ნიშანი მისცა იეჰოვამ მათ, რომლებიც ცრუ რელიგიას ტოვებენ, და საიდან ვიცით ეს?

      21 ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმმა დასაბრუნებლად და ტაძრის აღსადგენად ნიშანი მისცა დარჩენილ იუდაელებს (ესაია 49:22).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „მოდის შენი ხსნა“!

      23, 24. როგორ მოდის ხსნა ღვთის მორწმუნე ადამიანებისთვის?

      23 ახალი სახელი, რომელსაც იეჰოვა ცოლის მსგავს ორგანიზაციას არქმევს, მისი შვილების მარადიულ ხსნასთან არის დაკავშირებული. ესაია წერს: „აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წინაა მისი გასამრჯელო!“ (ესაია 62:11). იუდაელებისთვის ხსნა მაშინ მოვიდა, როცა ბაბილონი დაეცა და ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. მაგრამ ეს სიტყვები უფრო მეტს მოიცავს. იეჰოვას განაცხადი გვახსენებს ზაქარიას წინასწარმეტყველებას, რომელიც იერუსალიმთან არის დაკავშირებული: „იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე“ (ზაქარია 9:9).

      24 სამ-ნახევარი წელიწადი რომ გავიდა მას შემდეგ, რაც იესო წყალში მოინათლა და ღვთის სულიწმიდით იქნა ცხებული, იერუსალიმში შევიდა და მისი ტაძარი განწმინდა (მათე 21:1—5; იოანე 12:14—16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება