-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
7, 8. ა) რომელია ის ორი ‘კეთილგანწყობილების წელიწადი’? ბ) როდის დადგა იეჰოვას „შურისძიების დღე“ და როდის მოვა ასეთი დღე მეორედ?
7 კეთილი ცნობის ქადაგებისთვის გარკვეული განრიგი არსებობს. იესოს და მის მიმდევრებს დაევალათ: „გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა [‘აუწყეთ იეჰოვას კეთილგანწყობილების წელიწადი და ჩვენი ღვთის შურისძიების დღე; რათა ინუგეშოს ყველა მგლოვიარემ’, აქ]“ (ესაია 61:2). წელიწადი გრძელი ვადაა, მაგრამ მას აქვს დასაწყისი და დასასრული. იეჰოვას „კეთილგანწყობილების წელიწადი“ დროის ის პერიოდია, როცა ის შესაძლებლობას აძლევს თვინიერ ადამიანებს, გამოეხმაურონ მის მიერ გამოცხადებულ თავისუფლებას.
8 პირველ საუკუნეში კეთილგანწყობილების წელიწადი იუდეველებისთვის ახ. წ. 29 წელს დაიწყო, როცა იესო თავის მიწიერ მსახურებას შეუდგა. იუდეველებს მან უთხრა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 4:17). კეთილგანწყობილების ის წელიწადი გაგრძელდა იეჰოვას ‘შურისძიების დღემდე’, რომელმაც თავის აპოგეას ახ. წ. 70 წელს მიაღწია, როცა იეჰოვამ იერუსალიმისა და მისი ტაძარის განადგურების ნება დართო რომაელთა ჯარებს (მათე 24:3—22).
-
-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ამგვარად, ესაია ასრულებს თავის წინასწარმეტყველურ დავალებას, რომელიც გათვალისწინებულია «დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი — გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი — მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები — საუფლო ნერგი, რომ იდიდონ [„და მათ უნდა ეწოდოთ სიმართლის დიდი ხეები, იეჰოვას დანერგილნი, მის დასამშვენებლად“, აქ]» (ესაია 61:3).
11. ვის ჰქონდა პირველ საუკუნეში იეჰოვას დიდებული საქმის გამო მისი განდიდების საფუძვლიანი მიზეზი?
11 პირველ საუკუნეში, ცრუ რელიგიის მონობიდან გათავისუფლებულმა იუდეველებმაც განადიდეს ღმერთი იმ დიდებული საქმისთვის, რომელიც მათი გულისთვის მოიმოქმედა. მათი მჭმუნვარე სული შეიცვალა „ქება-დიდების სამოსლით“, როცა ღმერთმა გამოიხსნა ისინი სულიერად მკვდარი ერიდან. ეს ცვლილება პირველად იესოს მოწაფეებმა განიცადეს, რადგან მისი სიკვდილის გამო მათი გლოვა სიხარულით შეიცვალა, როდესაც ისინი სულიწმიდით სცხო მათმა მკვდრეთით აღდგენილმა უფალმა. ამის შემდეგ, ძალიან მალე მსგავსი ცვლილება განიცადა 3000-მა თვინიერმა ადამიანმა, რომლებიც გამოეხმაურნენ იმ ახალბედა სულითცხებული ქრისტიანების ქადაგებას და მოინათლნენ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (საქმეები 2:41). რა კარგი იყო, რომ ისინი დარწმუნებული იყვნენ იეჰოვას კურთხევაში! ‘სიონის გამო გლოვის’ ნაცვლად, მათ სულიწმიდა მიიღეს და წახალისებული იყვნენ „სიხარულის ზეთით“, რაც მათი სიხარულის სიმბოლოს წარმოდგენს, ვისაც მრავალი კურთხევა აქვს იეჰოვასგან (ებრაელთა 1:9).
-
-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
6. ვის მოუტანა შვება კეთილი ცნობის მოსმენამ ძველ დროში და რის თქმა შეიძლება დღევანდელ დღეზე?
6 ესაიას ინსპირირებულმა ცნობამ ბაბილონში მყოფ მომნანიებელ იუდაელებს შვება მოჰგვარა. პირველ საუკუნეში, იესოსა და მისი მოწაფეების დღეებში, ამ ცნობამ შვება მოუტანა ისრაელში გავრცელებული ბოროტების გამო გულშემუსვრილ იუდეველებს, რომლებიც იტანჯებოდნენ იუდაიზმის ცრურელიგიური ტრადიციების ტყვეობაში (მათე 15:3—6).
-
-
სიმართლე აღმოცენდება სიონშიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
15 ახ. წ. 33 წელს იესოს მოწაფეები დიდად დამწუხრდნენ მისი დაპატიმრების, გასამართლებისა და სიკვდილის გამო (მათე 26:31). მაგრამ მათი შეხედულებები შეიცვალა, როცა იესო აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მათ. და როგორც კი გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ისინი კეთილი ცნობის ქადაგებას შეუდგნენ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). ამგვარად, მათ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა დაიწყეს.
-