-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«სამ-ნახევარი დღის შემდეგ შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისგან, ფეხზე დადგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს.
-
-
ორი მოწმის გამოცოცხლებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ამგვარად, მათაც იგივე განიცადეს, რაც ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახმა ველზე დაყრილმა ძვლებმა. იეჰოვამ სუნთქვა ჩაუდგა ამ ძვლებს და გააცოცხლა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ისრაელი ბაბილონის 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ ხელახლა დაიბადებოდა (ეზეკიელი 37:1—14). „ეზეკიელისა“ და „გამოცხადების“ წიგნებში ჩაწერილი ეს ორი წინასწარმეტყველება 1919 წელს შესრულდა, როცა იეჰოვამ თავის მკვდარ მოწმეებს სიცოცხლე და ძალა დაუბრუნა.
24. როდის დაუბრუნდა სიცოცხლე „ორ მოწმეს“ და როგორ იმოქმედა ამან მათ რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე?
24 მართლაც რა თავზარდამცემი იყო ეს მათი მდევნელებისთვის! გვამებს სიცოცხლე დაუბრუნდა და „ორი მოწმე“ კვლავ ამოქმედდა. ეს დიდი დარტყმა იყო სამღვდელოებისთვის, რადგან ქრისტიანები, რომლებიც მათი ბრალდებით მოხვდნენ ციხეში, კვლავ თავისუფლებით სარგებლობდნენ; მოგვიანებით მათ ყველა ბრალდება მოუხსნეს. სამღვდელოებას კიდევ უფრო დიდი თავზარი დასცა 1919 წლის სექტემბერში, სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულმა ბიბლიის მკვლევართა კონგრესმა. ამ კონგრესზე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალგათავისუფლებულმა პრეზიდენტმა ჯ. ფ. რუტერფორდმა კონგრესის დელეგატები წაახალისა გამოცხადების 15:2-სა და ესაიას 52:7-ზე დაფუძნებული მოხსენებით „აუწყეთ სამეფოს შესახებ“. იოანეს კლასმა კვლავ დაიწყო „წინასწარმეტყველება“, ანუ საჯაროდ ქადაგება. ისინი თანდათანობით იკრებდნენ ძალებს და უშიშრად ამხელდნენ ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობას.
-