საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგები
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები“ (გამოცხადება 20:12ა). „დიდებში და პატარებში“ იგულისხმება წარჩინებული თუ უბრალო ადამიანები, რომლებსაც დედამიწაზე გასული 6 000 წლის განმავლობაში უცხოვრიათ და დახოცილან. იოანეს სახარებაში, რომელიც მან „გამოცხადების“ შემდეგ მალევე დაწერა, ჩაწერილია, რას ამბობს იესო მამის შესახებ: „მას [იესოს] გასამართლების უფლებამოსილებაც მისცა, რადგან კაცის ძეა იგი. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:27—29). რა გრანდიოზული საქმეა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დახოცილი და დასაფლავებული ადამიანებისთვის სიცოცხლის დაბრუნება! უეჭველია, ღვთის მეხსიერებაში მყოფი მილიონობით ადამიანი თანდათანობით აღდგება. ეს შედარებით მცირერიცხოვან უამრავ ხალხს ყველა იმ სირთულესთან გამკლავების საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება აღდგენილების გამო წარმოიშვას. გასაკვირი არ იქნება, რომ თავიდან მათზე ძველი ცხოვრების წესმა, ხორციელმა სისუსტეებმა და აზროვნებამ იმოქმედოს.

      ვინ აღდგება და ვინ გასამართლდება?

      7, 8. ა) რა გრაგნილი გაიშალა და რა მოხდა ამის შემდეგ? ბ) ვინ არ აღდგება?

      7 იოანე განაგრძობს: „გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ. ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხადება 20:12ბ, 13). მართლაც გამაოგნებელი სანახაობაა! აღსანიშნავია, რომ მოხსენიებული ზღვა, სიკვდილი და სამარე ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობის მქონე სიტყვები არ არისa. მაგალითად, თევზის მუცელში და, შესაბამისად, შუა ზღვაში მყოფმა იონამ საკუთარ თავზე თქვა, რომ სამარეში იმყოფებოდა (იონა 2:2). თუ ადამიანი ადამის გამო სიკვდილის ტყვეობაშია, ფაქტობრივად, ის სამარეშია. იოანეს წინასწარმეტყველური სიტყვები იმაში გვარწმუნებს, რომ უყურადღებოდ არავინ დარჩება.

  • ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგები
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 9. როგორ აღნიშნა მოციქულმა პავლემ, რომ ზოგიერთს განსაკუთრებული აღდგომა ელის, და ვინ იქნებიან ისინი?

      9 ზოგიერთების აღდგომა განსაკუთრებული იქნება. ამაზე მოციქულმა პავლემაც გაამახვილა ყურადღება: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). დედამიწაზე აღდგენილ მართლებს შორის იქნებიან ძველად მცხოვრები ერთგული მამაკაცები და ქალები, მაგალითად, აბრაამი და რახაბი. როგორც ღვთის მეგობრები, ისინი მართლებად იყვნენ აღიარებულნი (იაკობი 2:21, 23, 25). აღდგენილთა შორის იქნებიან მართალი სხვა ცხვრები, რომლებიც იეჰოვას ერთგულები დაიხოცნენ ჩვენს დროში. როგორც ჩანს, ეს ერთგული ადამიანები იესოს ათასწლიანი მეფობის დასაწყისში აღდგებიან (იობი 14:13—15; 27:5; დანიელი 12:13; ებრაელები 11:35, 39, 40). უეჭველია, აღდგენილ მართალთაგან მრავალს განსაკუთრებული უპირატესობა მიეცემა, რომ უხელმძღვანელოს დედამიწის სამოთხედ გადაქცევის გრანდიოზულ საქმეს (ფსალმუნი 45:16; შეადარეთ ესაიას 32:1, 16—18; 61:5; 65:21—23).

      10. ვინ იქნებიან აღდგენილ უმართლოთა შორის?

      10 ვინ არიან საქმეების 24:15-ში მოხსენიებული უმართლოები? მათ შორის იქნება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დახოცილი უამრავი ადამიანი; განსაკუთრებით კი ისინი, ვინც „უმეცრების დროს“ ცხოვრობდნენ (საქმეები 17:30). შესაძლოა ისინი ისეთ ადგილას დაიბადნენ და ისეთ დროს ცხოვრობდნენ, რომ შეუძლებელი იყო, იეჰოვას მორჩილება ესწავლათ. გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მოისმინეს ხსნის შესახებ ცნობა, მაგრამ იმ დროს სათანადოდ არ გამოეხმაურნენ მას ან მანამდე დაიხოცნენ, ვიდრე თავს მიუძღვნიდნენ ღმერთს და მოინათლებოდნენ. აღდგომის შემდეგ ასეთ ადამიანებს კვლავ მოუწევთ აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, რათა ხელიდან არ გაუშვან მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება