საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მეც მაქვს ღვთის იმედი“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • მოციქულმა პავლემ აღნიშნა, თუ რატომ არის მკვდრეთით აღდგომა ჩვენი რწმენის საყრდენი: „თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა“. თუ ქრისტე არ აღდგებოდა მკვდრეთით, ის ვერ გამეფდებოდა, შესაბამისად, ქრისტეს მმართველობის შესახებ სწავლება აზრს მოკლებული იქნებოდა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:12—19). მაგრამ სადუკეველებისგან განსხვავებით, რომელთაც არ სჯეროდათ, რომ მკვდრები აღდგებოდნენ, ჩვენ გვწამს, რომ იესო აღდგა. ჩვენ დაცინვის დროსაც კი მტკიცედ ვიცავთ ჩვენს რწმენას და არ ვკარგავთ მკვდრეთით აღდგომის იმედს (მარ. 12:18; საქ. 4:2, 3; 17:32; 23:6—8).

  • „მეც მაქვს ღვთის იმედი“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • 6. როგორ ეხებოდა 118-ე ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იესოს?

      6 განვიხილოთ აღდგომის შესახებ დიდი ხნის წინათ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომელიც სავარაუდოდ დავითის მიერ შეთხზულ 118-ე ფსალმუნში ჩაიწერა. ის შეიცავს ვედრებას: „იეჰოვა, გთხოვთ, გვიხსენი! . . კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი!“. ალბათ გაგახსენდათ, რომ ხალხი ამ სიტყვებს ამბობდა, როცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 9 ნისანს, იესო ჩოჩორზე მჯდომი შევიდა იერუსალიმში (ფსალმ. 118:25, 26; მათ. 21:7—9). როგორ მიანიშნებს 118-ე ფსალმუნი მკვდრეთით აღდგომაზე, რომელიც მომავალში მოხდებოდა? ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი ამავე ფსალმუნში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადები ქვა გახდა“ (ფსალმ. 118:22).

      იუდეველმა წინამძღოლებმა იესო უარყვეს; იესო წამების ბოძზე კვდება

      „მშენებლებმა“ უარყვეს მესია (იხილეთ აბზაცი 7)

      7. როგორ უარყვეს იუდეველებმა იესო?

      7 „მშენებლებმა“ ანუ იუდეველმა წინამძღოლებმა უარყვეს მესია. მათ ზურგი აქციეს იესოს და არ აღიარეს ის ქრისტედ, თუმცა მხოლოდ ეს არ იკმარეს. მათგან წაქეზებული ბევრი იუდეველი ხმამაღლა მოითხოვდა იესოს სიკვდილით დასჯას (ლუკ. 23:18—23). ცხადია, ისინი ყველანი დამნაშავენი იყვნენ იესოს სიკვდილში.

      მკვდრეთით აღმდგარი იესო ზის ზეციერ ტახტზე

      აღდგომის შემდეგ იესო „კუთხის თავში დასადები ქვა“ გახდა (იხილეთ აბზაცები 8, 9)

      8. როგორ გახდებოდა იესო „კუთხის თავში დასადები ქვა“?

      8 თუ იესო უარყვეს და მოკლეს, როგორღა გახდებოდა ის „კუთხის თავში დასადები ქვა“? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის მკვდრეთით აღდგებოდა. ეს გამოჩნდა იესოს მიერ მოყვანილ მაგალითშიც, რომელშიც მევენახეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ვენახის პატრონის მიერ გაგზავნილ მონებს. ზუსტად ასე მოექცნენ ისრაელები ღვთის წინასწარმეტყველებს. მაგალითიდან ვიგებთ, რომ ბოლოს ვენახის პატრონმა მათ თავისი საყვარელი ძე, მემკვიდრე გაუგზავნა. როგორ მოეპყრნენ მის ძეს მევენახეები? არც მას დააყარეს კარგი დღე. ის ვენახიდან გაათრიეს და მოკლეს. იესომ თავისი მაგალითი 118-ე ფსალმუნის 22-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვებით დაასრულა (ლუკ. 20:9—17). მოციქულმა პეტრემაც იგივე მუხლი მოიყვანა, როდესაც იერუსალიმში შეკრებილ მმართველებს, უხუცესებსა და მწიგნობრებს ესაუბრებოდა. მან თქვა: „ნაზარეთელი იესო ქრისტე . . . რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით . . . ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“. შემდეგ დასძინა: «ის არის „ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა არაფრად ჩააგდეთ, მაგრამ კუთხის თავად იქცა“» (საქ. 3:15; 4:5—11; 1 პეტ. 2:5—7).

      9. რა განსაკუთრებული მოვლენა იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 118:22-ში?

      9 აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველება 118-ე ფსალმუნის 22-ე მუხლში შესრულებამდე საუკუნეებით ადრე ჩაიწერა. მესიას უარყოფდნენ და მოკლავდნენ, მაგრამ აღდგებოდა და „კუთხის თავში დასადები ქვა“ გახდებოდა. მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარ იესოს შეეძლო ადამიანთა ხსნა. სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია მასზე: „არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქ. 4:12; ეფეს. 1:20).

      10. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 16:10-ში? ბ) საიდან ვიცით, რომ ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილი სიტყვები დავითზე არ შესრულებულა?

      10 განვიხილოთ აღდგომასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მუხლი, რომელიც შესრულებამდე ათას წელზე მეტი ხნით ადრე ჩაიწერა ბიბლიაში. ეს განგიმტკიცებთ რწმენას, რომ აღდგომის შესახებ წინასწარმეტყველება შეიძლება წარმოთქმიდან დიდი ხნის შემდეგ შესრულდეს. მე-16 ფსალმუნში, რომელიც დავითმა დაწერა, ვკითხულობთ: „შენ არ დატოვებ ჩემს სულს სამარეში, არ დაუშვებ, რომ შენმა ერთგულმა საფლავი იხილოს“ (ფსალმ. 16:10). დავითს არ უთქვამს, რომ ის არასდროს მოკვდებოდა ან არასდროს მოხვდებოდა კაცობრიობის საერთო სამარეში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დავითი დაბერდა და სიკვდილის შემდეგ „განისვენა . . . თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის დავითის ქალაქში“ (1 მეფ. 2:1, 10). მაშ, რას გულისხმობდა დავითი ფსალმუნის 16:10-ში?

      11. როდის ახსნა პეტრემ ფსალმუნის 16:10-ის მნიშვნელობა?

      11 ეს საკითხი ჩვენთვის ბურუსით მოცული ნამდვილად არ არის. ამ ფსალმუნის დაწერიდან ათას წელზე მეტი ხნისა და იესოს აღდგომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პეტრემ ათასობით იუდეველთან და პროზელიტთან ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილ სიტყვებზე ისაუბრა (წაიკითხეთ საქმეების 2:29—32). მან თქვა, რომ დავითი მოკვდა და დამარხეს. პეტრეს მსმენელებს ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მას ვინმე შეეკამათა, როცა აღნიშნა, რომ დავითმა „წინასწარ იხილა და თქვა, რომ . . . [მესია] აღდგებოდა“.

      12. როგორ შესრულდა ფსალმუნის 16:10 და როგორ გვარწმუნებს ეს, რომ მომავალშიც იქნება მკვდრეთით აღდგომა?

      12 პეტრემ თავისი ნათქვამის გასამყარებლად დავითის მიერ დაწერილი 110-ე ფსალმუნის პირველი მუხლი მოიშველია (წაიკითხეთ საქმეების 2:33—36). მან წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობით დაარწმუნა ბევრი, რომ იესო იყო უფალი და ქრისტე. უფრო მეტიც, ხალხი მიხვდა, რომ ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილი სიტყვები იესოზე შესრულდა, როცა ის მკვდრეთით აღდგა. მოგვიანებით მოციქულმა პავლემაც იგივე მტკიცება მოიყვანა, როდესაც პისიდიის ანტიოქიაში ებრაელებს ელაპარაკებოდა. მისმა მსჯელობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე, რომ უფრო მეტის გაგების სურვილი გაუჩნდათ (წაიკითხეთ საქმეების 13:32—37, 42). ამან ჩვენც უნდა დაგვარწმუნოს, რომ აღდგომის შესახებ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები ნამდვილად სანდო იყო მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოთქმიდან შესრულებამდე საუკუნეები გავიდა.

  • „მეც მაქვს ღვთის იმედი“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • 14. რით განსხვავდება იესოს მკვდრეთით აღდგომა ძველ დროში მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებისგან?

      14 გაიხსენეთ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი იესოს მკვდრეთით აღდგომაა, რადგან ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, არცერთ ჩვენგანს არ ექნებოდა გარდაცვლილი ახლობლების ხილვის იმედი. იესომდე მცხოვრები ღვთის მსახურების, მაგალითად ელიასა და ელისეს მიერ აღდგენილი ადამიანები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაიხოცნენ და მათი სხეულები საფლავში გაიხრწნა. თუმცა „მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“. ის ზეცაშია და ცოცხალია სამარადისოდ (რომ. 6:9; გამოცხ. 1:5, 18; კოლ. 1:18; 1 პეტ. 3:18).

      15. რატომ ეწოდება იესოს „პირველი ნაყოფი“?

      15 იესო იყო პირველი, ვინც ზეცაში ამაღლდა როგორც სულიერი პიროვნება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება