-
„გამოცხადება“ და თქვენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი, რათა სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება ჰქონდეთ და კარიბჭეებით ქალაქში შევიდნენ.
-
-
„გამოცხადება“ და თქვენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
8. ა) მხოლოდ ვის ეძლევა „სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება“ და რას ნიშნავს ეს? ბ) როგორ გაირეცხა უამრავმა ხალხმა „გრძელი სამოსელი“ და როგორ ინარჩუნებენ ისინი სიწმინდეს?
8 „სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება“ მხოლოდ იმ ცხებულ ქრისტიანებს მიეცათ, რომლებმაც „გაირეცხეს გრძელი სამოსელი“ და განიწმინდნენ იეჰოვას თვალში. მათ ზეცაში უკვდავების მიღების უფლება ეძლევათ (შეადარეთ დაბადების 3:22—24; გამოცხადების 2:7; 3:4, 5). სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგებიან და ახალ იერუსალიმში შევლენ, სადაც მათ 12 ანგელოზი შეუშვებს; იმათ კი, ვინც ცრუობს და უწმინდურებას სჩადის, თუმცა ზეცაში ცხოვრებაზე აცხადებს პრეტენზიას, ანგელოზები ქალაქში არ შეუშვებენ. უამრავი ხალხის წარმომადგენლებმაც „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“. მათ ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ სიწმინდე. ისინი უნდა მოერიდონ ბოროტებას, რის შესახებაც იეჰოვა გვაფრთხილებს, და ყურად იღონ იესოს მიმართვა შვიდი კრებისადმი (გამოცხადება 7:14; მე-2 და მე-3 თავები).
-