-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
12, 13. რა გაგებით დგას უამრავი ხალხი „ტახტისა და კრავის წინ“?
12 საიდან ვიცით, რომ „ტახტის წინ“ დგომა უამრავი ხალხის ზეცაში ყოფნას არ ნიშნავს? ამის საკმაოდ ნათელი მტკიცება არსებობს. მაგალითად, ბერძნული სიტყვა ენოპიონ, რომელიც ბიბლიაში ითარგმნა როგორც „წინ“ (ან „წინაშე“), სიტყვასიტყვით ნიშნავს „მხედველობის არეში“, და რამდენჯერმე გამოიყენება იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, მაგრამ იეჰოვას „წინ“ ანუ მისი „მხედველობის არეში“ არიან (1 ტიმოთე 5:21; 2 ტიმოთე 2:14; რომაელები 14:22; გალატელები 1:20).
-
-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ამის მსგავსად, უამრავი ხალხი „ტახტისა და კრავის წინ“ დგას იმ გაგებით, რომ ისინი მხედველობის არეში ჰყავთ იეჰოვასა და მის მიერ დანიშნულ მეფეს, იესო ქრისტეს, რომელსაც განაჩენი მათ სასარგებლოდ გამოაქვს.
14. ა) ვინ დგას „ტახტის ირგვლივ“ და ზეციერი „სიონის მთაზე“? ბ) რატომ არ შედის უამრავი ხალხი სამღვდელო კლასში მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს „მის ტაძარში“ ემსახურება?
14 „გამოცხადებაში“ 24 უხუცესისა და 144 000 ცხებული ქრისტიანის შესახებ წერია, რომ ისინი იეჰოვას „ტახტის ირგვლივ“ და ზეციერი „სიონის მთაზე“ არიან (გამოცხადება 4:4; 14:1). უამრავი ხალხი სამღვდელო კლასში არ შედის და ამ ამაღლებულ მდგომარეობას არ იკავებს.
-