-
ღვთის წმინდა საიდუმლო და მისი დიდებული აპოგეაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„გაიხსნა ღვთის ტაძრის საწმინდარი ზეცაში და ტაძრის საწმინდარში გამოჩნდა მისი შეთანხმების კიდობანი. დაიწყო ელვა და ჭექა-ქუხილი, გაისმა ხმები, მოხდა მიწისძვრა და ძლიერი სეტყვა წამოვიდა“ (გამოცხადება 11:19).
-
-
ღვთის წმინდა საიდუმლო და მისი დიდებული აპოგეაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
16. რას ნიშნავდა ელვა, ხმები, ქუხილი, მიწისძვრა და ძლიერი სეტყვა?
16 1914 წლიდან რელიგიურ სამყაროში დიდი ძვრები ხდება. ეს ძვრები შეიძლება მიწისძვრას შევადაროთ, რომელსაც, საბედნიეროდ, თან ახლავს ღვთის ერთგულ მსახურთა ხმებიც. ეს ხმები ღვთის სამეფოს დამყარებას იუწყებიან. ბიბლიიდან ქუხილივით ისმის გაფრთხილებები „ქარიშხლის“ მოახლოების შესახებ. ელვის მსგავსად, ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას ნათელი ეფინებოდა და შემდეგ საჯაროდ ცხადდებოდა. ქრისტიანულ სამყაროსა და მთლიანად ცრუ რელიგიას თავს დაატყდა ღვთის განაჩენის ძლიერი „სეტყვა“. ამ ყოველივეს უნდა მიეპყრო ხალხის ყურადღება, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის უმრავლესობა, იესოს დროს იერუსალიმში მცხოვრებთა მსგავსად, ყურადღებას არ აქცევდა გამოცხადებაში აღწერილი ნიშნების შესრულებას (ლუკა 19:41—44).
-