-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — Iსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 იანვარი
-
-
კრავი ხსნის შვიდი ბეჭდიდან ექვსს
თავდაპირველად, იოანე ხედავს განდიდებულ იესოს და იღებს მითითებას, რომ ნანახი და მოსმენილი ‘დაწეროს გრაგნილზე და გაუგზავნოს შვიდ კრებას’ (გამოცხ. 1:10, 11). შემდეგ ის ხედავს ზეცაში დადგმულ ტახტს. ტახტზე მჯდომს მარჯვენა ხელში უჭირავს შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი გრაგნილი. „ამ გრაგნილის გახსნის ღირსი“ არის მხოლოდ „ლომი იუდას ტომიდან“ ანუ ‘კრავი, რომელსაც შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს’ (გამოცხ. 4:2; 5:1, 2, 5, 6).
მესამე ხილვაში იოანე ხედავს, რა ხდება, როცა კრავი ერთმანეთის მიყოლებით ხსნის შვიდი ბეჭდიდან ექვსს. მეექვსე ბეჭდის ახსნისას იწყება ძლიერი მიწისძვრა და ახლოვდება რისხვის დიდი დღე (გამოცხ. 6:1, 12, 17). იოანე ასევე ხედავს ‘ოთხ ანგელოზს, რომლებსაც მაგრად უჭირავთ დედამიწის ოთხი ქარი’, სანამ 144 000-ის ბეჭედდასმა არ დასრულდება. „უამრავი ხალხი“ კი, რომლებიც არ არიან ბეჭედდასმულნი, „ტახტისა და კრავის წინ“ დგანან (გამოცხ. 7:1, 9).
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გამოცხადება“ — Iსაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 იანვარი
-
-
მეშვიდე ბეჭდის ახსნას შვიდი საყვირის დაყვირება მოჰყვება
კრავმა ახსნა მეშვიდე ბეჭედი. შვიდ ანგელოზს შვიდი საყვირი მისცეს. ექვსმა ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირებს, რითაც განაჩენი გაუცხადა კაცობრიობის „მესამედს“ ანუ ქრისტიანულ სამყაროს (გამოცხ. 8:1, 2, 7—12; 9:15, 18). სწორედ ეს იხილა იოანემ მეხუთე ხილვაში. მომდევნო ხილვაში იოანემაც მიიღო მონაწილეობა. მან შეჭამა პატარა გრაგნილი და გაზომა ტაძრის საწმინდარი. მეშვიდე საყვირის ჩაბერვის შემდეგ ზეცაში დიდი ხმები გაისმა: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა“ (გამოცხ. 10:10; 11:1, 15).
მეშვიდე ხილვა გრძელდება იმით, რაც გამოცხადების 11:15, 17-შია ნათქვამი. ცაში გამოჩნდა დიდი ნიშანი. ზეციერმა ქალმა ვაჟი შვა. ეშმაკი ზეციდან გადმოაგდეს. ის ზეციერ ქალზე განრისხებული წავიდა, „რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან“ (გამოცხ. 12:1, 5, 9, 17).
-