-
გამოცხადება და მისი ბედნიერი აპოგეა!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ამაში გამოცხადების წიგნის პირველივე სიტყვები გვარწმუნებს: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს. . . ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს“. ბოლო თავში კი წერია: „ბედნიერია ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი“ (1 ტიმოთე 1:11; გამოცხადება 1:3; 22:7).
2. როგორ ვპოვებთ ბედნიერებას წიგნ „გამოცხადების“ მეშვეობით?
2 ჩვენ ბედნიერებას ვპოვებთ, თუ გამოვიკვლევთ წიგნ „გამოცხადებაში“ მოცემულ შთამბეჭდავ ნიშნებსა და ხილვებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. კაცობრიობის მშფოთვარე ისტორია მალე კატასტროფით დასრულდება. ღმერთი და იესო ქრისტე თანამედროვე ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს აღასრულებენ და ამ ქვეყნიერებას „ახალი ცითა და ახალი დედამიწით“ შეცვლიან, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:1, 4). ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობიან და უსაფრთხო ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება, და ვიცხოვრებთ კიდეც, თუ რწმენას გავიღრმავებთ ღვთის სიტყვის შესწავლით, რომელიც „გამოცხადების“ ამაღელვებელი წინასწარმეტყველური წიგნით მთავრდება.
-
-
გამოცხადება და მისი ბედნიერი აპოგეა!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ის გვიცხადებს არა მხოლოდ ქვეყნიერების აღსასრულს, არამედ ღვთიურ ჭეშმარიტებასაც, რომელიც ბრწყინვალე იმედსა და ურყევ რწმენას გვინერგავს.
-