-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
2. ა) რას აღნიშნავს რიცხვი შვიდი? ბ) უფლის დღის დადგომიდან მოყოლებული ვის ეხება შვიდი კრებისთვის მიწერილი სიტყვები?
2 იოანე „შვიდ კრებას“ მიმართავს, რომელთა სახელებსაც მოგვიანებით შევიტყობთ. რიცხვი შვიდი ხშირად მეორდება „გამოცხადებაში“ და სისავსის სიმბოლოს წარმოადგენს, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია ღმერთსა და მის ცხებულთა კრებაზე. ცხებულთა შვიდი კრებისთვის მიწერილი სიტყვები დღესაც ეხება ღვთის ხალხს, რადგან უფლის დღის დაწყებიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში იზრდება კრებების რიცხვი და ათობით ათასს აღწევს (გამოცხადება 1:10).
-
-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მუხლში „შვიდი სულიც“ მოიხსენიება, რაც წმინდა სულის, ღვთის ძალის მოქმედების სისრულის სიმბოლოა. წმინდა სული ცოდნას სძენს და აკურთხებს ყველას, ვინც გულისყურით ეკიდება წინასწარმეტყველებას.
-
-
იესო მოდის, რათა გაამხნეოსგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ცხრილი 19 გვერდზე]
სიმბოლური რიცხვები წიგნ „გამოცხადებაში“
რიცხვი სიმბოლური მნიშვნელობა
2 რაღაცის საფუძვლიანი მტკიცების სიმბოლო (გამოცხადება 11:3, 4;
შეადარეთ მეორე კანონის 17:6).
3 ხაზგასმის, აგრეთვე გარკვეული ინტენსივობის სიმბოლო
4 ყოვლისმომცველობის ან კვადრატისთვის დამახასიათებელი
სიმეტრიის სიმბოლო (გამოცხადება 4:6; 7:1, 2; 9:14; 20:8; 21:16).
6 არასრულყოფილების სიმბოლო, იმის სიმბოლო, რაც ნორმის
ფარგლებს სცილდება, რაც შემზარავია (გამოცხადება 13:18;
შეადარეთ 2 სამუელის 21:20).
7 სისრულის სიმბოლო, რაც აჩვენებს, რომ ღმერთს ბოლომდე მიჰყავს
თავისი განზრახვები და სრულად აკონტროლებს სატანის
განზრახვებსაც (გამოცხადება 1:4, 12, 16; 4:5; 5:1, 6; 10:3, 4; 12:3).
10 ფიზიკური, მიწიერი სისავსის სიმბოლო (გამოცხადება 2:10; 12:3;
13:1; 17:3, 12, 16).
12 ზეცაში თუ დედამიწაზე ღვთის ორგანიზაციის სიმბოლო
24 იეჰოვას ორგანიზაციის მასშტაბურობის (გაორმაგების) სიმბოლო
„გამოცხადებაში“ ნახსენები ზოგიერთი რიცხვი პირდაპირი
მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რასაც ხშირად კონტექსტი
განსაზღვრავს (იხილეთ გამოცხადების 7:4, 9; 11:2, 3; 12:6, 14;
17:3, 9—11; 20:3—5).
-